ფლიკი: რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში 2:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა გააკეთა:

"მეტოქეს მომენტები თითქმის არ ჰქონია და სამი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ბევრი შანსი გვქონდა. დღეს კარგი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ გოლის გატანის შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ.

ჩვენი გუნდი 90 წუთის მანძილზე იბრძვის და სხვებისგან ამით განსხვავდება. ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ, სულ უფრო და უფრო ცოტა გვყავს, თუმცა ჩვენ შექმნილ სიტუაციაში მაქსიმუმს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ვიღაც იმედგაცრუებულია და
ჩვენ ამ ენერგიას საპასუხო შეხვედრაში გამოვიყენებთ.

შთამბეჭდავად ვითამაშეთ. წაგება არ მიყვარს, მაგრამ რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ. თუ ჩვენს თამაშს შევაფასებთ, განმეორებით მატჩს შეგვიძლია პოზიტიურად შევხვდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაიერნი იგებს. ლევა მიაშამათებს პარიზში, შეურჭობს ორ ბურთს ი ვსიო
სულხანი
23:31 08-04-2021
4
ისეთი თამაში იყო,ყველანაირი შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო.ფრანგებმა ძალიან კარგად გამოიყენეს,მიღებული მომენტები.გერმანელებმა კი,უამრავი მომენტი შექმნეს და მაინც წააგეს.მეორე თამაში,კიდევ უფრო მაგარი იქნება.
სოსო
13:51 08-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული