ფლიკი: რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში 2:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა გააკეთა:

"მეტოქეს მომენტები თითქმის არ ჰქონია და სამი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ბევრი შანსი გვქონდა. დღეს კარგი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ გოლის გატანის შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ.

ჩვენი გუნდი 90 წუთის მანძილზე იბრძვის და სხვებისგან ამით განსხვავდება. ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ, სულ უფრო და უფრო ცოტა გვყავს, თუმცა ჩვენ შექმნილ სიტუაციაში მაქსიმუმს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ვიღაც იმედგაცრუებულია და
ჩვენ ამ ენერგიას საპასუხო შეხვედრაში გამოვიყენებთ.

შთამბეჭდავად ვითამაშეთ. წაგება არ მიყვარს, მაგრამ რადგან დავმარცხდით, მოდით, ასეთი ფეხბურთის თამაშით დავმარცხდეთ. თუ ჩვენს თამაშს შევაფასებთ, განმეორებით მატჩს შეგვიძლია პოზიტიურად შევხვდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
8-2 ის რიმეიქი გვაჩვენე
2
არა მგონია თვითონ ფლიკი არ იყოს იმედგაცრუებული. განმეორებით შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება ბევრად რთული იქნება, თუ წარმოუდგენელი არა
: )))))))
09:02 08-04-2021
2

სიახლეები პოპულარული