ზიდანი: დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსისთან" დამარცხების (0:2) და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"დიახ, შეიძლება ითქვას, "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ მათ ფინალში გასვლა დაიმსახურეს. მოედანზე გასული ჩვენი ფეხბურთელები მატჩისათვის ფიზიკურად მზად იყვნენ.

მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ვეცადეთ, ძალიან შორს გავედით, ფინალამდე ნაბიჯი დაგვაკლდა. "ჩელსიმ" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ეს უნდა დავინახოთ.

აშკარა მომენტები არ გვქონია, "ჩელსიმ" კი რამდენიმე შექმნა - ასეთია ფეხბურთი. ახლა დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ", - ციტირებს ზიდანს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დავიჯერო ვერ ხვდება ზიდანი რომ გუნდი სამი მცველით ვერ თამაშობს, დაცვა რო "პრახადნოი დვორია". მწვრთნელის ფუნქცია არის რომ რაღაცა ცვლილება შეიტანო თამაშის მიმდინარეობის დროს, აშკარად ჩანდა რომ ჩელსი მეორე ბურთს გაიტანდა,რატომ 5 ბურთი არ უნდა გაეტანა, გადადი 4 მცველზე და ითამაშე 4-3-3, მენდი წინაც არაფერს არ აკეთებდა და უკანაც არ ეხმარებოდა, დაიწყე ასენსიო და აზარი ფლანგებით და ითამაშე ის თამაში რასაც რეალი ამდენი წელია თამაშობს, 3-5-2 მოინდომა, რა საჭიროა ველოსიპედის მოგონება ახლიდან როცა ის უკვე მოგონილია, ზიდანმა წააგო ეს თამაში
მამუკა
02:48 06-05-2021
6
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას ! 3 ჯერ ლიგა მოიგოო იტყვის ახლა ვინმე და სადღაც მართალიცაა,თუმცა კიდევ ერთხელ (მერამდენეჯერ უკვე) დამტკიცდა რომ,ის წარმატებები რაც რეალს ბოლო წლებში ქონდა, რონალდოს პირდაპირი დამსახურებაა.
თომა
11:45 06-05-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული