PREVIEW და ქვიზი - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს, 15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი 2 შეხვედრით გაიხსენება.

"პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

ფრანგებს სერხიო რამოსის გარეშე მოუწევთ თამაში, კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდერ ერერასა და ნეიმარის თამაშიც.

"ბლანკოსი" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.

ეს გუნდები ერთმანეთს ჯამში 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 მატჩი "ბლანკოსმა" მოიგო, 1 პსჟ-მა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.


"სპორტინგი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.

დღევანდელ შეხვედრაში პორტუგალიელებს პედრო გონსალვესი გამოაკლდება.

თავის მხრივ, "სიტის" ჯეკ გრილიშის გარეშე მოუწევს თამაში.

ეს გუნდები ერთანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გუნდებმა თითო-თითო
მატჩი მოიგეს.

ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
პსჟ-ეს კარგ თამაშს და მოგებას ვუსურვებთ!
ფანი
22:15 15-02-2022
2

სიახლეები პოპულარული