[PREVIEW] რონალდო "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, "ბენფიკა" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ "აიაქსს" ეთამაშება

AutoSharing Option
24 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართება.

"ბენფიკა" "აიაქსს" მასპინძლობს.
ლისაბონელები არადამაჯერებელ ფორმაში არიან, ბოლო 5 შეხვედრაში 2 მატჩი მოიგეს, 2-იც წააგეს, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება "აიაქსს", ამსტერდამელებმა ბოლო 10 მატჩი მოიგეს, გაიტანეს 39 და გაუშვეს მხოლოდ და მხოლოდ 1.
მასპინძლებს დღეს ლუკას ვერისიმო, ჰარის სეფეროვიჩი და როდრიგო პინიო გამოაკლდებათ.
ნიდერლანდელები ბრაიან ბრობისა და სინ კლაიბერის გარეშე გავლენ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ნიკოლას ტალიაფიკოს თამაშიც.

Sportall.Ge


მადრიდის "ატლეტიკო" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
"როხიბლანკომ" ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2-ში კი დამარცხდა.
"წითელმა ეშმაკებმა" განვლილ 5 შეხვედრაში 2
გამარჯვება იზეიმა, ამდენივე მატჩი ფრედ დასრულდა, 1-ში კი დამარცხდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში მადრიდელებს დანიელ ვასი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა მატეო კუნიას, ხოსე მარია ხიმენესის, ანტუან გრიზმანისა და ტომას ლემარის თამაშიც.
ინგლისელებს ედინსონ კავანი არ ეყოლებათ, მეისონ გრინვუდის ამბავი კი ყველამ იცის.

ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული