ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბენზემამ "ჩელსიც" გაბრდღვნა - "ვილიარეალმა" "ბაიერნს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და თან რა მატჩები!

საოცარი თამაში იყო ლონდონში. პირველ ტაიმში სამწუთიან ინტერვალში ბენზემამ ორჯერ დაამწუხრა მეტოქე. შემდეგ ჰავერცმა ასევე თავურით დალაშქრა კურტუას კარი. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბენზემამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ, ქარიმმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეასრულა ჰეთ-თრიკი და კარიერაში პირველად გაიტანა სეზონში 42 გოლი (37 კლუბში და 5 ნაკრებში). მან ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა (13 გოლი). მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 11 გოლია და ლევანდოვსკის (ბაიერნი) 1 გოლით ჩამორჩება. დარჩენილ
დროში ანგარიში არ შეიცვალა, 1:3 და "სამეფო გუნდმა" ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ვილიარეალმა“ „ბაიერნი“ დებიუტში დანჯუმას მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. დანჯუმამ ტურნირზე 9 მატჩში 6 გოლი მიითვალა. "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა და ამით შეწყდა მისი 30-მატჩიანი გოლების სერია.

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 38 689 მაყურებელი

ჩელსი - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 ბენზემა (24), 1:2 ჰავერცი (40), 1:3 ბენზემა (46)

ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 626 მაყურებელი

ვილიარეალი - ბაიერნი 1:0
გოლი: დანჯუმა (8)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 12 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უკვე რამდენი წელია გვიმტკიცებენ,სპორტი გაახალგაზრდავდაო.ფეხბურთში კი,საპირისპიროს გვიმტკიცებენ:ზლატანი,რონალდო,მესი,ლევანდოვსკი,ბენზემა...
სოსო
12:42 07-04-2022
0
კარგით რაა, მსაჯების დახმარებით როდემდე უნდა იგებდეს რეალი?! ((())))
REAL MADRID
10:57 07-04-2022
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული