მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იყო შანსი, ქარიმ ბენზემას "ჩელსისთან" (3:1) შეხვედრა კურიოზული მიზეზის გამო გამოეტოვებინა.
შეგახსენებთ, ფრანგი ფორვარდის 3 გოლით ესპანელებმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
"თამაშის წინ ბენზემა საშვს ვერ პოულობდა. ვუთხარი, რომ ძებნა დაეჩქარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. საბედნიეროდ, საშვი იპოვა" - განაცხადა კარლომ.
შეგახსენებთ, "ბლანკოსისა" და "ჩელსის" განმეორებითი მატჩი 12 აპრილს გაიმართება, ამ შეხვედრამდე კი, 9 აპრილს, ლა ლიგის ეგიდით "ხეტაფეს" უმასპინძლებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით