"ატლეტიკოსა" და "სიტის" ფეხბურთელებმა გვირაბში იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტის" საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად გოლის გატანა სჭირდებოდათ, სტუმრები კი დროს წელავდნენ და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მწვრთნელები მოედანზე შერბოდნენ, ფეხბურთელები ჩხუბობდნენ. მსაჯმა კომპენსირებულ დროში მადრიდელთა მცველი ფელიპე გააძევა. "სიტიმ" გაუძლო, ნულოვან ფრეს მიაღწია და ორი შეხვედრის ჯამში ნახევარფინალში გავიდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბი "ვანდა მეტროპოლიტანოს" გვირაბში გაგრძელდა. ფეხბურთელები ერთმანეთზე იქაჩებოდნენ და მათ დასაშოშმინებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დღევანდელი ფეხბურთი ფულია და სხვა არაფერი . როცა ჭირდებათ სიბინძურეს არავინ ერიდება და ყველაფერს კადრულობენ. ეს მოიტანა ფულმა და ამას ვეღარ შეცვლი. სპორტული და ადამიანური მხარეები მეორე პლანზე გადავიდა.
Gggg
12:38 20-04-2022
1
ბინძური ატლეტიკოო რომ გაიძახით, კონკრეტულად ამ თამაშში სიტი იყო უბინძურესი. ობიექტურობას ნუ დაკარგავთ ზოგადი იმიჯის გამო.
Superman
01:40 15-04-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული