რულის რული მოეკიდა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ გასვლაზე „ვილიარეალს“ 3:2 სძლია და ფინალში გავიდა.

„ენფილდზე“ 0:2 დამარცხების შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ემერიმ თქვა, რომ სახლში სულ სხვანაირად ითამაშებდნენ და მართლაც - დებიუტში დიამ მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე კოკლენმაც დალაშქრა ალისონის კარი და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა კაპუმ გააკეთა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს და 12 წუთში სამი გოლი გაიტანეს - ორი მეკარე რულის უხეში შეცდომის შედეგად. კლოპის ხელმძღვანელობით, "ლივერპული" 7 სეზონში მესამედ გავიდა ფინალში.

ვილიარეალი. „სერამიკა“.
21 872 მაყურებელი

ვილიარეალი - ლივერპული 2:3
გოლები: 1:0 დია, 2:0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 დიასი (67), 2:3 მანე (74)
გაძევება: კაპუ (86)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლივერპული : რეალია ფინალი სუპერ კლასიკური ფინალი
ბაბუცა
03:11 04-05-2022
12
რეალი ნახევარფინალამდე ვერ მივიდოდა პოჩეტინო რო არ ყოფილიყო პსჟ_ს მწვრთნელი. ან ჩელსის ფინანსური პრობლემები რო არ შექმნოდა. რაც იყო რეალი შერიფამდე ისაა ეხლაც მაგან არ მოგატყუოთ.
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული