ფანტასტიკა - "რეალმა" რეალური სასწაული მოახდინა და ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხა და მეჩვიდმეტედ გავიდა ფინალში.

„ეტიჰადზე“ მინიმალური ანგარიშით (3:4) დამარცხებულ „სამეფო გუნდს“ ფინალში გასასვლელად სახლში რევანშის აღება მართებდა. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირის ორგანიზატორებს მიომირ კეცმანოვიჩთან თამაშის შუადღისთვის გადატანა სთხოვა, რათა საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ორ სეტში გაიმარჯვა და კარლოს ალკარასთან ერთად „ბერნაბეუზე“ საყვარელ გუნდსაც უგულშემატკივრა.

ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, შეუტიეს, პირველი მომენტი კი მხოლოდ მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც
ბერნანდო სილვას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია. ცოტა ხანში გაბრიელ ჟეზუსმა ოდნავ ააცილა მიზანს. მერე კურტუამ ფოდენს არ დაანება გატანა. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ჩვეულად ვინისიუსი აქტიურობდა, რომელსაც უოკერი ყურადღებით მეურვეობდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვინისიუსმა შესანიშნავი შანსი გაუშვა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73-ე წუთზე მარეზმა კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და კასტილიური გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა საქმე ანჩელოტის გუნდს ეხება, ნებისმიერი საოცრებაა მოსალოდნელი. დარჩენილ დროში მანჩესტერელები უფრო მეტს უტევდნენ, განსაკუთრებით, შეცვლაზე შესული გრილიში გამოირჩეოდა. მისი აქტიურობის შედეგად ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ არც ერთი არ დაგვირგვინდა გოლით. ბოლოს „ბლანკოსი“ შტურმზე გადავიდა და როდრიგომ დუბლით თავისი გუნდი დააწინაურა. იქვე როდრიგოს ჰეთ-თრიკის შესრულება ედერსონმა არ დაანება. საპასუხო შეტევისას ფოდენმა ვერ უწია მიზანს, 2:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებითი დრო ბენზემას მოპოვებული და მის მიერვე გამოყენებული პენალტით დაიწყო. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა და 105-ე წუთზე ფერნანდინიომ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში "სიტი" ქაოტურად და უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.

28 მაისს პარიზში ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 61 416 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 მარეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95, პენ)


მკითხველის კომენტარები / 52 /
ესეც მომდევნო შეიხის გუნდი გავუშვით რუსულ ხომალდთან, შეიხებმა აქლემების დოღს მიხედონ ურჩევნიათ. ორი კვირის წინ ეს რომ დავწერე ბევრმა დისლაიკები დამაყარა)))
მამუკა
05 მაისი 2022 01:45
18
კიდევ კაი იმ უკრაინელმა სთქვა ეგ "ფრთიანი ფრაზა" თორე რა გეშველებოდათ "მიმბაძველებს"? ისე გოიმებმმა იციან სხვისი ნათქვამის "ატაცება" და მერე ყოველ სიტყვაში მისი "გამეორება".
მამუკა თავს ნუ იბანძებ!
05 მაისი 2022 17:49
1
ორი ნაჩუქარი პენალით გასული ნათრევი ფინალისტი... საფეხბურთი ისტორიის ხელოვნურად შექმნილი ფლაგმანი... მსოფლიოს სპორტული სირცხვილი...
912
05 მაისი 2022 01:43
95
რამ გაგაბოროტა :)
???
05 მაისი 2022 12:22
0
ეგ პენალტები თუ გულწრფელად ნაჩუქარი გგონია მართლა ჯობია თვალები შეიმოწმო
dato
05 მაისი 2022 07:47
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული