კვარას ასისტის განსხვავებული დატვირთვა და სიმეონეს განსაკუთრებული ემოციურობის მიზეზი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 44-წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერ გადაცემას ჯოვანი სიმეონე გამოეხმაურა და ლიგაზე პირველი გოლიც გაიტანა. კარის ბადის შერხევის შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი მოედნის კიდისკენ გაიქცა, დაწვა და ის ემოცია შეიგრძნო, რაც ალბათ უმეტესობას ოცნებად აქვს.

თურმე "ალბისელესტელს" ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის ტატუ დაუხატავს და მაშინ გადაუწყვეტია, რომ როცა გოლს გაიტანდა, ტატუს აკოცებდა:

"მამაჩემს არ სურდა ასე მოვქცეულიყავი, დედაჩემიც წინააღმდეგი იყო. მათ ვუთხარი, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გოლს გავიტანდი, ტატუს აუცილებლად ვაკოცებდი.
მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი და მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი" - განაცხადა სიმეონემ.

ასეთ დროს ორმაგად სასიხარულოა, რომ ასისტი ხვიჩამ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულ ემახსოვრება ხვიჩამ გამატანინა პირველი გოლიო
juve
14:16 08-09-2022
0
კიდევ კარგი მამამის არ მიბაძა და "კვერცხები" არ უჩვენა მოწინააღმდეგეს.
გია
12:16 08-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული