სპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მატჩის წინ "ნაპოლიმ" "აიბროქსზე" ივარჯიშა, მისმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"უკანასკნელ ხანს ჩატარებული მეტოქის მატჩები ვნახეთ, მაგრამ ყველა სტუმრად იყო გამართული და აქ სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ჩვენს 1 000 გულშემატკივარს გლაზგოში ჩამოსვლა აუკრძალეს და მხარს ვერ დაგვიჭერენ. ბურთის კარგად დაჭერა გვჭირდება, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დატვირთვა გაქვს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლივერპულთან" ასე ვერ ითამაშებდნენ".

"კვარა" პუბლიკას ახალისებს, რადგან სწრაფია და აქვს კიდევ
რაღაც სხვა...

"ლობოტკას მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა და შეტევის წამოწყება ეხერხება. "კვარა" შესანიშნავი ტექნიკის მფლობელია, ხარისხიანია, ძალიან კარგია დამაგვირგვინებელ სტადიაში; ერთ-ერთი იმათგანია, რომლის დარტყმული ბურთი მუდამ კუთხეში მიდის. ამას გარდა, აუცილებელია დაცვას დაეხმაროს, რათა მოწინააღმდეგეს უპირატესობა, ჩვენ კი სირთულე არ შეგვექმნას. როდესაც ფეხბურთელს ძალიან ბევრ კომპლიმენტს უძღვნით, მას ავიწყდება, იყოს გუნდისთვის სასარგებლო თავის ყველა მოქმედებაში. ამიტომ დაცვითი ფაზის გამო თავგანწირვა მართებს, რომ ჩვენი მცველი ორ სწრაფ მეტოქესთან მარტო არ დატოვოს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეხლა ნაპოლის გულშემატკივრების არშეშვება არ არის მიკერძოება ანდა უეფას მხრიდან ფორის მიცემა? რას ჰქვია გულშემატკივრებს არ უშვებენ გლაზგოში, ეს რა მარაზმია?! იმედია ლივერპულზე უარესად წააგებს გლაზგოს რეინჯერსი, მიუხედავად მისდამი სიმპატიისა ყველა ბრიტანული კლუბისგან განსხვავებით...
ლაშა
14 სექტემბერი 2022 08:44
0
ზუკიკო არა, ზუკა ვარ კუპრაშვილი და თუ რამე პრეტენზია გაქვს, ფბ ზე ადვილად მიპოვნი. ზუსტადაც მასეა, როგორც ვამბობ. ფეხბურთელმა 3 დღეში ერთხელ 90 წუთი რო ითამაშოს, ოსიმენი დაემართება;) კუნთებს დასვენება სჭირდებათ. საშუალოდ 10კმ გაირბინე 3 დღეში ერთხელ და ნახავ რა რთულია. პირიქით მადლიერი უნდა ვიყოთ რო უფრთხილდება და ასვენებს ;)
Zuka
14 სექტემბერი 2022 18:38
0
მართალი ხარ, იტალიის ლიგა + ევრომატჩები უმძიმესი გამოცდაა. ხვიჩას რომ ფიზოს წამოწევა სჭირდება, თვითონაც თქვა. ნელ-ნელა მიეჩვევა
უტა
14 სექტემბერი 2022 22:18
0
ჰო, აბა რა. ხანდახან კარშივ რომ ჩააყენო არც ეგ აწყენს. შესვენებსზე მარკეტიდან ჩუპა-ჩუპსსაც მოგირბენინებს. ვაი შენს პატრონს, სპალეტი. ხვიჩა, არ ჩახვიდე უკან, ვერც დაცვას დაეხბარები და წინაც ნაკლებპროდუქტიული იქნები. მალე დაიღლები, გამოგწურავს ლიმონივით და უკვე 63-ე წუთზე ელმასით შეგცვლის. ფეხებს გაუფრთხილდი, მაკედონიასთან გვჭირდები ძალიან.
ფირუზა
14 სექტემბერი 2022 05:33
12
მეკარესაც ხომ არ შეეხიდოს?, ხვიჩა თავს ისედაც არ ზოგავს. დროულად გაუკეთონ გადაცემა და დროულად გაეხსნან.
WTF
14 სექტემბერი 2022 09:05
10
დაცვა არა, ბარემ კარებში ჩააყენე.
ძველი გულშემატკივარი
14 სექტემბერი 2022 13:02
13
Barem karshic xom ar chadges ?
Gio
14 სექტემბერი 2022 05:06
8
სპალეტი! კარებშიც, ხომ არ დავაყენოთ ხვიჩა? ეეე, ამას ძალიან ბევრი ხომ არ მოუნდა?
რას გაუგებ?
14 სექტემბერი 2022 10:33
21
აშკარად ხუმრობს სპალეტი )))
klimenti
14 სექტემბერი 2022 10:34
14
აბა რააა. ვინმე ზუკა თუ ზუკიკოა აზრზეა და ჩვენ დანარჩენი, ვინც მაგარი პიველი ტაიმის შემდეგ კვარას შეცვლით მოკრძალებულ გულისწყრომას გამოვთქვამთ აზრზე არ ვყოფილვართ, საიდან ამხელა ამბიცია ზუკიკოოო!!!!!
kote
14 სექტემბერი 2022 16:29
7
ძაან ხო არ გაფრინდი? რეებს როშავ წადი ჯარში იმსახურე აზრზე მოხვალ
Suxumchanin
14 სექტემბერი 2022 22:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული