სპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მატჩის წინ "ნაპოლიმ" "აიბროქსზე" ივარჯიშა, მისმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"უკანასკნელ ხანს ჩატარებული მეტოქის მატჩები ვნახეთ, მაგრამ ყველა სტუმრად იყო გამართული და აქ სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ჩვენს 1 000 გულშემატკივარს გლაზგოში ჩამოსვლა აუკრძალეს და მხარს ვერ დაგვიჭერენ. ბურთის კარგად დაჭერა გვჭირდება, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დატვირთვა გაქვს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლივერპულთან" ასე ვერ ითამაშებდნენ".

"კვარა" პუბლიკას ახალისებს, რადგან სწრაფია და აქვს კიდევ
რაღაც სხვა...

"ლობოტკას მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა და შეტევის წამოწყება ეხერხება. "კვარა" შესანიშნავი ტექნიკის მფლობელია, ხარისხიანია, ძალიან კარგია დამაგვირგვინებელ სტადიაში; ერთ-ერთი იმათგანია, რომლის დარტყმული ბურთი მუდამ კუთხეში მიდის. ამას გარდა, აუცილებელია დაცვას დაეხმაროს, რათა მოწინააღმდეგეს უპირატესობა, ჩვენ კი სირთულე არ შეგვექმნას. როდესაც ფეხბურთელს ძალიან ბევრ კომპლიმენტს უძღვნით, მას ავიწყდება, იყოს გუნდისთვის სასარგებლო თავის ყველა მოქმედებაში. ამიტომ დაცვითი ფაზის გამო თავგანწირვა მართებს, რომ ჩვენი მცველი ორ სწრაფ მეტოქესთან მარტო არ დატოვოს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
სპალეტი! კარებშიც, ხომ არ დავაყენოთ ხვიჩა? ეეე, ამას ძალიან ბევრი ხომ არ მოუნდა?
რას გაუგებ?
14 სექტემბერი 2022 10:33
21
ფლანგზე კვარას გამოცდილი და ძალიან კლასნი ფლანგის მცველი - ტავერნიერი ეყოლება. ძალიან კარგი ბიჭია და შეტევებში მაგრად ერთვება. დაცვას მართლა უნდა მიაქციოს ყურადღება ხვიჩამ, თუმცა სისწრაფეში დაჯაბნის და იმედი მაქვს მორიგ ლამაზ მატჩს ვიხილავთ ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნას მონაწილეობით. წარმატებები ნაპოლის
Zuka
14 სექტემბერი 2022 10:19
2
ხოოოოოოოო!!!!!! ახლა ჩემთვის გასაგებია რა პრეტენზიაც აქვს სპალეტის ხვიჩასთან და რატომ არც ერთხელ არ მისცა შანსი 90 წუთით თამაშისა. რა გამოდის? მოწინააღმდეგის მცველებიც ათრიოს, გოლები გაიტანოს, ბოლო პასები დაარიგოს და ამ დროს,თურმე უკან მცველსაც უნდა დაეხმაროს,რომ მას ნაკლები ძალა დაადგეს და მოწინააღმდეგის შემტევთამ მარტო არ დარჩესოო-სწორად გავიგეე? მეტის მეტს ხომ არ ითხოვენ ამ ბიჭისგან?
kote
14 სექტემბერი 2022 10:08
24
Ra tqva axali???naxevarmcvelma ro mcvels unda daexmaros es axalia???warmatebaba luchanos ar unda??kargit raa yvelas yvelapers rogor vaqwavlit
L.J .
14 სექტემბერი 2022 14:52
0
ჰო, ანუ კვარა გაუშვით მარტო ბარემ და მარტო მოუგებს, სხვები რას მიკეთებენ? :)
ზვიადი
14 სექტემბერი 2022 09:23
16
ამ ჩემისას ფეოლა ხო არ დაემართა - "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვაააას"
mirosan
14 სექტემბერი 2022 09:10
9
მეკარესაც ხომ არ შეეხიდოს?, ხვიჩა თავს ისედაც არ ზოგავს. დროულად გაუკეთონ გადაცემა და დროულად გაეხსნან.
WTF
14 სექტემბერი 2022 09:05
10
ეხლა ნაპოლის გულშემატკივრების არშეშვება არ არის მიკერძოება ანდა უეფას მხრიდან ფორის მიცემა? რას ჰქვია გულშემატკივრებს არ უშვებენ გლაზგოში, ეს რა მარაზმია?! იმედია ლივერპულზე უარესად წააგებს გლაზგოს რეინჯერსი, მიუხედავად მისდამი სიმპატიისა ყველა ბრიტანული კლუბისგან განსხვავებით...
ლაშა
14 სექტემბერი 2022 08:44
0
ჰო, აბა რა. ხანდახან კარშივ რომ ჩააყენო არც ეგ აწყენს. შესვენებსზე მარკეტიდან ჩუპა-ჩუპსსაც მოგირბენინებს. ვაი შენს პატრონს, სპალეტი. ხვიჩა, არ ჩახვიდე უკან, ვერც დაცვას დაეხბარები და წინაც ნაკლებპროდუქტიული იქნები. მალე დაიღლები, გამოგწურავს ლიმონივით და უკვე 63-ე წუთზე ელმასით შეგცვლის. ფეხებს გაუფრთხილდი, მაკედონიასთან გვჭირდები ძალიან.
ფირუზა
14 სექტემბერი 2022 05:33
12
Barem karshic xom ar chadges ?
Gio
14 სექტემბერი 2022 05:06
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული