ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
უდავოდ სასარგებლო მოთამაშეა და ფიდ გავლენას ახდენს მატჩზე, ბრავო ხვიჩა
ბაჯო
15 სექტემბერი 2022 01:22
0
ვერ დავეთანხმები რომ ცუდი თამაში აჩვენა. საერთოდ პას არ აძლევდნენ და მაინც პენალი მოიპოვა რომელიც თვითონ უნდა შეესრულებინა. მაგარი ხარ ხვიჩა მიაწექი!!!
ლომი
15 სექტემბერი 2022 01:21
2
სხვა თამშს უყურეთ კაცმა 8 ჯერ დაარტყა კარშიოო 8 ჯერ პოლიტანომ ორჯე თავის მხრიდან ცადა გრძელი პასი ხვიჩაზე.თუ პასი არ მიცეს მსჯმა მიცა მეორე ბურთინურტყი კარშიოო??ვერ გავიგე რა შეთქმულების თეორაის ავრცელებთ
მოსეხონელი
15 სექტემბერი 2022 08:31
1
რატომ? ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა და ამ გამარჯვებას მან ჩაუყარა საფუძველი.პენალტი და რიცხობრივი უპირატესობა.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2022 01:20
0
პრაგმატულ თამაშსს ითხოვს სპალეტი კვრასგან. “კონკრეტიკას”, - როგორც თავად ბრძანა… არადა ვერავინ გაამტყუნებს. გუნდი გამართულად თამაშობს და რაც მთავარია შედეგიანად. გილოცავთ ხვიჩას მორიგ წარმატებულ მატჩსს!
ირაკლი
15 სექტემბერი 2022 01:19
1
ხვიჩამ დღეს პირნათლად შეასრულა სპალეტის დავალება - დაცვიდან რამდენჯერმე ამოიტანა ბურთი.
მის ფლანგზე პასებს ხშირად იმიტომ არ იძლეოდნენ, რომ სხვაგან უფრო იყო თავისუფალი სივრცეები. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა ბრწყინვალე დრიბლინგები, გააზრებული პასები და საპენალტე დარტყმაც!
ჩემი აზრით, ორივე გუნდში საუკეთესო იქნებოდა, რამდენიმე უზუსტო პასი ადრესატამდე რომ მისულიყო...
ბესო შიოშვილი
15 სექტემბერი 2022 01:19
0
ისე როგორ ფიქრობთ კვარასთვის კარგია რეალური კონკურენტი რომ არ ჰყავს?

ჩემი აზრით არა...
ჯეკი
15 სექტემბერი 2022 01:16
18
და ვინ გითხრა, რომ კონკურენტი არა ჰყავს? ელმასი წლებია ამ პოზიციაზე თამაშობს ნაპოლიში, უბრალოდ ხვიჩამ ამოაგდო ძირითადიდან. ეგაა, რომ ხვიჩა გაცილებით უფრო ძლიერია.
15 სექტემბერი 2022 10:29
0
Მოროგი დიდებული და შედეგიანი მატჩი ჩაატარა.მარტო გოლი ვერ გაიტანა.
Გაბო
15 სექტემბერი 2022 01:15
1
თქვენი არვიცი მაგრამ კვარასგან უფრო მეტი მინდა, ამხანაგურებში მეტი თავდაჯერება ჰქონდა, მეტი დრიბლინგი. ნამეტანი ბევრ პასს აკეთებს და დრიბლინგზე უარს ამბობს როცა სხვები ყველა ადგილოდან და პოზიდან ურტყქმენ არავინ პასს არ აძლევს, პენალტიც რატომ არ დაარტყმევინეს ვერგავიგე მითუმეტეს რომ სურვილი გამოთქვა, ცოტა სითამამე და ,,სითავხედე,, მართებს, კომპლექსების და შიშის დრო არაა. აგერ ოსიმენი ,,თავხედია,, კონფლიქტებიც მოსდის მწვრნელთანაც კი მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია და სამაგიეროდ პატივისცემას იმსახურებს, კვარამაც უნდა მოიპოვოს ეს პატივისცემა გუნდში და მეტი პასი წავა მისკენ.
რუსთავი
15 სექტემბერი 2022 01:14
11
თბილისის და ბათუმის დინამოელები დღეს რა ფეხბურთს თამაშობდნენ?
zurab
15 სექტემბერი 2022 01:13
1
ევროპა ლიგის ნახევარ ფინალს

დოღ ლიგა
15 სექტემბერი 2022 01:30
0
ეხ პოლიტანო, პოლიტანო.. რა სადებიუტო გოლი გამოგვაცალა ხელიდან. არა უშავს უკეთესებს შეაგდებს ჩვენი სუპერ კვარა!!!
გულანთებული გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2022 01:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული