სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ხვიჩას პირველ რიგში მოთამაშეებისგან სჭირდება დამსახურება და ნდობა, თუ არ შეუწყვე ხელი და არ აუბი მხარი მხოლოდ ხვიჩა ვერ გაჩარხავს გოლებს.
foodboll
15 სექტემბერი 2022 11:06
2
გუშინ დავინახეთ რომ სპალეტი სწორად იქცევა როცა 70 წუთზე მეტს არ ათამაშებს, ძალიან დაიღალა ხვიჩა. ნელ-ნელა მოუმატებს რა.
ისე პენალი დაარტყევიეთ ბოვშვს ბიჭო მანდ არ მომიყვანოთ.
gia
15 სექტემბერი 2022 10:44
2
სპალეტიმ იცის, რომ ხვიჩა დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის 2 მცველი დგას ხვიჩასთან და ხშირად მესამე და მეოთხეც ეხმარებათ.
ამ ლაპარაკს უფრო ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს:
1. სხვა ნაპოლის ფეხბურთელებს რომ ნაკლებათ შეშურდეთ და ნეგატიურად რომ არ განეწყონ ხვიჩეს მიმართ;
2. მოწინააღმდეგე გუნდებმა რომ ნაკლები ყურადღება მიაქციონ ხვიჩას და ნაპოლის სხვა ფეხბურთელებსაც "მიხედონ".
ქ. გ.
15 სექტემბერი 2022 10:43
2
რაღაც ვერ არის კარგად სპალეტის გუნდში. მწვრთნელი აკრიტიკებდა საჯაროდ კვარას თამაშამდეც და თამაშის მერეც, როცა მეკარემ მიიღო მხოლოდ მასზე მეტი შეფასება, თან იმის ფონზე რომ შეზღუდული ქონდა მოქმედებები: მარცხნიდან ნაკლებად იტვირთებოდა ფლანგი, ცალკე 30 გადაცილებულ მარიო რუის უწყობდა ხელს რომ აერბინა შეტევაში?! და 2 მცველი ყავდა თავისთან სულ. თუ დაცვაში მორბენალი უნდა, ათამაშოს ელმასი, კვარა ქმნის სანახაობას და ჩარჩოებში მოქცეული დაკარგავს სილაღეს გახდება რიგითი ფლანგელი "მუშა" რომლებიც ისედაც მრავლად არიან ფეხბურთში და არაფერს ქმნიან დასამახსოვრებელს. პ.ს. საჯაროდ საერთოდ გაუგებარია მწვრთელისგან ეს, კვარასთან კი ბატონო, ისაუბროს ცალკე. პ.პ.ს. პენალტი კვარას უნდა დაერტყა, მითუმეტეს ძირითადი პენალტისტი როცა აფუჭებს ორს და სხვას არტყმევინებ. დიდ გუნდებში ასეც იქნებოდა.
???
15 სექტემბერი 2022 10:38
4
აი მაგიტო უნდა წასულიყო პრემიერლიგაში
lex
15 სექტემბერი 2022 10:51
6
კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,დაგღუპავთ ეგ საქციელი
გიო
15 სექტემბერი 2022 10:28
1
ვერც კვარა და ვერც ვერავინ ვერ იგებს მარტო თამაშს, კვარა ძალიან უყვარს სპალეტის და ცდილობს მისგან მაქს. სასარგებლო მოთამაშე გახადოს. ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი მე არ მახსენდება, რუნის დებიუტიც მახსოვს და რონალდუსიც, ერთადერთი ალბათ მესი იყო უფრო სასარგებლო ამ ასაკში.
15 სექტემბერი 2022 10:17
0
არ აკრიტიკებს,პირიქით იცის მისი შესაძლებლობები და მეტს თხოვს. გუშინ თითქმის ბოლომდე ათამაშა.ვფიქრობ უნდოდა რომ ხვიჩას გოლი გაეტანა.თანაც უფრთხილდება.18 ში ხომ მილანია.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2022 10:14
1
რა გაბურღა ტვინი ფილოსოფოსობით, კი ტაქტიკა, დაცვაში სირბილი მაგრამ ტიპს მესი ჩაუვარდა ხელში 21 წლის ასაკში და ჩარჩოში ჩასმა უნდა
Sinister
15 სექტემბერი 2022 10:05
14
სიმეონეს ვინ მისცა პასი ლივერპულთან
zviadi
15 სექტემბერი 2022 10:04
0
სპალეტის რაც არ მომეწონა ანგისა რომ მოიყვანა მაგალითად, ტიპმა პირველ ტაიმში ყველა ორთაბრძოლა წააგო და აგორავეს, მერე არცერთი ნორმალური პასი არ გააკეთა. აი გოლის შემდეგ რომ გაიხსნა რეინჯერსი მერე კი შეძლო თამაში. ამ ინტერვიუზე ყველა კვარაზე ეკითხება და ზედმეტს არ აქებს და ეს ბუნებრივიც არის. პასის არ გაკეთებაზე პოლიტიანოზო რატომ არაფერი არ თქვა ეგაც ტენდენციური იყო ბევჯერ გავიდა ფლანგიდან და ერთი პასი არ გააკეთა. თან ისიც აღვნიშნოთ რომ კვარასკენ იყო დიდი ყურადღება, ამით ხელფეხი გაეხსნა პოლიტანოს. ტავერნიე რომელიც მაგარი აქტიური, თითქმის დაბმული ჰყავდა კვარას და წინ ვერ მიდიოდა. 16 დან 10 ორთაბრძოლას რომ მოიგებს რეინჯერსის დონის ძალისმიერ გუნდთან ეს ძალიან მაგარი რამეა. 8 ჯერ კარისკენ დარტყმა ამხელა ყურადღების ფონზე, დრიბლინგები, მოპოვებული პენალტი.

zaza
15 სექტემბერი 2022 09:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული