სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
პ.ს. ისე სპალეტიმ მაგ პრესკონფერენციაზე კიდევ ბევრი რამე საინტერესოზე თქვა, არა ხვიჩაზე, და კარგი იქნებოდა ეგეც დაგეწერათ. ნუ მოვიხარშებით მსოლოდ საკუთარ ქვაბში.
gogi
15 სექტემბერი 2022 17:03
0
Spaletis sitkvebshi erti rame ikitxeba;xvicha jer varskvlavi ar aris,aba pasis micema mostxove mesis an ronaldos...meore dges daweren gazetebi mwvrtnelma ojaxuri mizezebis gamo datova tanamdebobao...asea cota dro unda chven varskvlavs da gabrwkindeba da maset sisuleleebze agar dauwkeben kirkits...
Givi
15 სექტემბერი 2022 15:09
1
გუნდში რომ თერთმეტი კაცია და ერთი რომ ვერ ითამაშებს მხოლოდ ვიცით ყველამ კარგად.მაგრამ ერთმა შეიძლება მართლა სასწაულები აკეთოს,გუნდის გამარჯვებას დაუდოს სათავე და,ამავდროულად გულშემატკივრებს დიდი ესთეტიკური სიამოვნება-ტკბობა მიანიჭოს.ასეთთაგანია ჩვენი ხვიჩა და ვუსურვოთ მას დიდხანს მოენიჭებინოს ჩვენთვის გამარჯვებებითა და ულამაზესი თამაშით გამოწვეული სიამოვნება-ბედნიერუება...
კოტე
15 სექტემბერი 2022 14:54
0
გუნდურ თამაშშიც მაგარია ხვიჩა და ინდივიდუალურადაც უბადლო.თამაშისას ყველაფერი ხდება,მაგრამ მას რომ პარტნიორთა იგნორირება დასწამო,დიდი უსამართლობა მგონია.სტატისტიკა არ ტყუის,ბევრი მაჩვენებლით საუკეთესო შედეგი ჰქონდა.კიდევ უფრო მძლავრი გახდება სულ მალე,ჯერ მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლიში"....
მერაბი.
15 სექტემბერი 2022 14:47
0
რასაც სპალეტი ამბობს ეს მომდინარეობს ფეხბურთის ცოდნიდან და არა უცოდინარობიდან. ხვიჩამ ყური უნდა მიუგდოს სპალეტის ამ რჩევებს თუ სურს რომ განვითარდეს და უფრო დიდ გუნდებში მოხვდეს. ეს გუნდები იგივეს მოითხოვენ თავის ფეხბურთელებისგან რასაც სპალეტი მოითხოვს მისგან და არა იმას რასაც მისი 'ფანები' წერენ სხვადასხვა საიტებზე. ხვიჩამ აქამდე ჭკვიან სპორტსმენად აჩვენა საკუთარი თავი და მიხვდება რომ სწორედ სპალეტის უნდა დაუჯეროს რომ წინ წავიდს ტავის კარიერაში. ეს მარტო მას კი არა ქართულ და რატომ მარტო ქართულ, მსოფლიო ფეხბურთსაც სჭირდება რომ მისგან დიდი ვარსკვლავი დადგეს.
გიორგი
15 სექტემბერი 2022 14:43
0
ეე, ჩვენი ძმა, გუნდურობაზე რომ ლაპარაკობ, კი კაია მაგრამ პენალტი რომ არ დაარტყმევინეს ხვიჩას, ეს რა იყო? თვითონ არ უნდა იგრძნოს გუნდისაგან პატივისცემა? ჰააა?
ლევანი
15 სექტემბერი 2022 14:39
1
კვარას რომ არ დაერტყა და ხელზე მცველს არ მოხვედროდა პირველი გოლი არ იქნებოდა. გოლი, რომელიც წყვეტს უმრავლესობა მატჩის ბედს.
გვერდზე რომ პასი მიეცა ამაზე მეტს რას დაარტყამდნენ? პენლის მომცემი დარტყმა.
რომელი არტყამს ხვიჩაზე ეფექტურად რომ მიაწოდოს ბურთი კართან ახლოს.
ან გოლის მომწიფება ვისგან მოდის,
და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება?
მაგრამ სპალეტი, ჩემი აზრით განზრახ აკრიტიკებს, რომ არ გაექცეს ხვიჩა და უფრო მაგრად რომ მოქოქოს.
მაგას ვერ ვასწავლით.
ისე ძალიან რომ შეაყვარა ხვიჩამ თავი საულვაშეში ეტყობა
თენგო
15 სექტემბერი 2022 14:38
0
მასე თუ გინდოდათ, მაშინ გეყიდათ ვინმე კოზლოვი, ან ივანოვი...კვარაცხელიას რატო ყიდულობდით.
ქუთაისი
15 სექტემბერი 2022 13:33
9
სპალეტი რას მიაც მააცომ?კობი ბრაიანტს რო სუ პასები ერიგებინა არ იქნებოდა კობი ბრაიანტი!ჩემი აზრით კვარას უეჭველი ბევრი რამე აქ სასწავლი,მაგრამ კვარას უნდა ისეთი გუნდი და მწვრთნელი,რომელიც მისცემს სრულ თავისუფლებას მოედანზე და სწავლით ასწავლის ვარჯიშებზე!!!
jordan beli
15 სექტემბერი 2022 13:25
3
პასი უნდა ისწავლოს პასიიიიი, თუმცა მასაც არ აძლევენ პასს ხშირად
da
15 სექტემბერი 2022 13:20
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული