სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ისე სადღაც მართალია სპალეტი-ხვიჩა ყველაფერს ძალიან მაგრა აკეთებს და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია-უბურთოდ 1-2 კაცი რომ დარაჯობს ბურთსს რომ იღებს 3-4 ჩდებიან და ამ დროს თავისუფალი ადგილები რომ რჩება ამას სპალეტი კარგად იყენებს(რასაც ვერ იყენებდნენ სლუცკი და რუბინი) ხვიჩამ ამის მერე ვერცერთი გოლი და საგოლე პასი რომ ვერ გააკეთოს მაინც ძირითადში დააყენებს ყოველთვის იმიტომ რომ ხვიჩა ქმნის რიცხობრივ უპირატესობებს შეტევაში და ესაა მთავარი გოლებს სხსვებიც გაიტანენ და სპალეტისთვის ესაა მთავარი ! ერთი რაღაცა მართლა აქვს გამოსასწორებელი --მოედნის ხედვა საჯარიმოში(საჯარიმოს გარეთ რომ აქვს ხედვა ნებისმიერს შეშურდება) ბოლო მომენტში ხშირად ვერ აკეტებს ოპტიმალურ სვლებს-ჩვენც და ნეაპოლელ ფანებსაც მაგრა მოგვწონს ხვიჩას დარტყმები და ფინტები მაგრამ უნდა შეხედოს პარტნიორებს და სწრაფად შეაფასოს სიტუაცია ! რამდენჯერაც შეაფასა იმდენი საგოლე პასი გააკეთა და ეს თუ გამოასწორა მაგის ფასი უკვე ეხლა არ იქნება არავინ !
zura222
15 სექტემბერი 2022 06:55
1
არა ზილენსკი ჯობია ორი პენალტი რომ გააფუჭა ორ წუთში. რა შეჭამა რა სულ საჯაროდ აკრიტიკებს. ყველა თამაში დიდი სარგებელი მოაქვს. ეგ რომ არ გყავდეთ დაუმარცხებელი არ იქნებოდით.
ლომი
15 სექტემბერი 2022 04:48
29
100%
ილია
15 სექტემბერი 2022 09:19
0
არ უარყოფს მერე მაგას, მარა ჯინაობა ვინ უფრო სასარგებლოა არ ივარგებს გუნდისთვის. ეს ჩვენ, გვაქვს დამსახურებული აჟიოტაჟი შექმნილი, თორე რეალურად მართლა მთელი გუნდი დაფრინავს და სპალეტი პიარ ეჯინავება, აყალიბებს როგორც დიდ ფეხბურთელს. ძაან სწორსაც შვება, ხვიჩას მაჯაზე ხელი უჭირავს და აკონტროლებს სადმე არ გაექცეს... ხვიჩა დადგება რეალური სუპერმენი ამის ხელში...
რა მაფიაა
15 სექტემბერი 2022 08:45
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული