ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" 4:2 დამარცხებისა და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ სიხარული და კმაყოფილება ვერ დამალა:
"ასეთი მატჩები გიტაცებს და გიპყრობს. რაღაც მომენტში თავბრუ დამეხვა, თვალებში ვარსკვლავები წარმომესახა. პლეი-ოფში გასვლა ბიჭების დამსახურებაა, გამიმართლა, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი. ისინი გულშემატკივართა სიამაყეს წარმოადგენენ, რომელთაც ეს წარმატება დაიმსახურეს.
ხანდახან თამაშის დეტალებში სრულად "ჩატვირთული" ვარ. ვწვრთნი ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს საღამოს რაღაც შესანიშნავი შექმნეს, მოედანზე ის აჩვენეს, რისი ნახვაც ნეაპოლელ ქომაგებს სურთ.
კვარაცხელია? უნდა აღვნიშნო დაცვის დასახმარებლად მისი უკან ჩასვლა, მოწინააღმდეგეებს საჯარიმომდე მისდევდა.
დაცვაში კარგად იმუშავა. ბრავო".