ხოჭოლავა გააძევეს - "კოპენჰაგენი" "სევილიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე G ჯგუფში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „სევილიასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და კომპენსირებულ დროში ისკოსთან უხეშობის გამო გააძევეს.

ისკომ ანდალუსიურ გუნდში პირველად დალაშქრა მეტოქეთა კარი.

„კოპენჰაგენს“ მიმდინარე ტურნირზე გოლი არ გაუტანია, 2 ქულით აუტსაიდერია და 3 ნოემბერს, ბოლო ტურში, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 ელ-ნესირი (61), 2:0 ისკო (88), 3:0 მონტიელი (90+4)
გაძევება: ხოჭოლავა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკადრებელი არ უნდა იკადრო.არსად და არასდროს.
გიზოგ
26 ოქტომბერი 2022 13:49
1
ნუ გავაკრიტიკებთ ძაან გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დაზიანებული კუნთით ნემსებით თამაშობს და ეტყობა სადღაც უმტყუნა ნერვებმა ან სხვა რამე უნდოდა და არ გამოუვიდა.
ტტტ
25 ოქტომბერი 2022 23:57
8
დათო ეს აღარასოდეს გააკეთო. შენ რომ ვიღაცამ მასე ჩაგარტყას ჩვენ ნახევარ ტაიმს მის გინებაში ვიქნებით. ეს ძალით ჩარტყმა რა იყო მოედნის ცენტრში? მეორე გოლის დროს დაღუნვა და თავის მორიდებას გოლი მოყვა. ესეც დიდ შეცდომაა. მთელი თამაში ნორმალურ თამაში წყალში ჩაიყარა.
G.LA
25 ოქტომბერი 2022 22:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული