სპალეტი: კვარაცხელიას და სალაჰს ამ მატჩში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მძიმე ბრძოლას ელის, მეტოქე კარგ ფორმაშია, მისი ბოლო შედეგებით თავი არ უნდა მოიტყუონ და გამარჯვების მოსაპოვებლად გრანდიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ.

ნეაპოლური გუნდის თავკაცს მისი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელების - მოჰამედ სალაჰისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარება სთხოვეს - გუნდთან დამოკიდებულებით და ტაქტიკურად.

"კვარა" და სალაჰი ტაქტიკურად ერთმანეთს ჰგვანან? დიახ, მათ სხვადასხვანაირად შეუძლიათ გენიალურად თამაში, ბურთის მიღების შემდეგ გუნდის სახიფათო შეტევის წამოწყება, ვინაიდან საათში 2000 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობისას, მოწინააღმდეგის მარტივად
მოტყუების და ბურთის შენარჩუნების უნარი გააჩნიათ. ორივე საკუთარ პოტენციალში დარწმუნებულია, კარგი ბიჭები არიან, ხელმისაწვდომნი და ხვალ გადამწყვეტი სიტყვის თქმა ძალუძთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
სალახიც ნათამაშებია იტალიაში და ამხელა სიყვარული და აღფრთოვანება არ დაუმსახურებია.რა თქმა უნდა სალახს მეტი გამოცდილება აქვს და დიდი დამსახურება მიუძღვის ლივერპულის ბოლო წლების წარმატებებში მაგრამ წელს ხვიჩა აშკარად ჯობნის რაც ურთიერთ შეხვედრის დროს დაამტკიცა.უბრალოდ მეტი ქარიზმა და სილაღე აქვს.ფეხბურთში ისეთი სიხარული შემოიტანა როგორც დიდმა მიშა მესხმა.
ამაშია საქმე
12:21 01-11-2022
0
დღეს ხვიჩა საფეხბურთო თეატრ ენფილდზე მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინება. დახატე როგორც გჩვევია, გააოცე ამაყი ბრიტანელები
რაბუ
11:40 01-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული