"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" გასვლაზე "აინტრახტი" 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი Mediaset-თან გააკეთა.

"ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძლიერი ხასიათი მატჩის დასაწყისშივე გამოვავლინეთ. ერთით მეტი გოლის გატანის შანსიც გვქონდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთელებმა ბალანსი შეინარჩუნეს. ზოგჯერ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ერთ მომენტსაც შეუძლია. შანსები კვლავ 50-50-ზეა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"მათ "სიქსტეს კაპელას" ვუწოდებ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" თამაშით აღფრთოვანებულია

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა

კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

 

altკვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლოსანოს პასის უკეთესად გაკეთებაც შეეძლო.
გიორგი
22 თებერვალი 2023 16:15
2
რატომ ერთი?პენალტი ხომ თავისთავად და ოსიმენმა,თამაშგარედან რომ გაიტანა,იქაც ელემენტარული უყურადღებობის გამო აღმოჩნდა თამაშგარეში,ოსიმენი.მხოლოდ ბურთს უყურებდა და აზარტში,საერთოდ დაავიწყდა,თამაშგარე.სხვა მომენტებიც ხომ ჰქონდათ,მაგრამ ეს ორი,რა თქმა უნდა ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს.ხვიჩასთვის, პენალტის იქითაც არ იყო საუკეთესო დღე,მაგრამ ამის მიუხედავად,მეორე გოლი,მაინც მან შექმნა.დრიბლინგით დიაგონალზე შემოვიდა,ანგისასთან კედელი გაითამაშა და ქუსლით ისეთი პასი მისცა,დი ლორენცოს,რომ გერმანელთა ვარსკვლავ ბიჭუნა,მარიო გიოტცე სახტად დატოვა და კინაღამ მესამე წრტილზე დასვა.დი ლორენცომ კი,უზუსტესი დარტყმით,გოლი შეაგდო.მეტოქე,მარცხენა ფლანგზე, მის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იყო და სივრცეები შეუზღუდეს,მაგრამ ცენტრში უკვე აღარაფერი გამოუვიდათ.ოსიმენზე სალაპარაკოც აღარაფერია,მაგრამ ლოსანოც ძალიან კარგი იყო,ამ თამაშში.მარჯვენა ფლანგი აიკლო და საგოლე პასიც გააკეთა.ხვიჩას პირისპირ დატოვებაც,მისი პასის დამსახურება იყო.სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ გაიტანა.რა ვიცი,პენალტი,რა თქმა უნდა 100 პროცენტიანი იყო,მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოხდა,როცა ოსიმენი საფრთხეს არ უქმნიდა კარს და ამდენად,აქედან გოლის შეგდება,მთლად სამართლიანი არ ჩანდა.ბავბშვობაში თამაშის დროს,როცა რაღაცას არასამართლიანად ვთვლიდით და მოწინააღმდეგეც ვერ იყენებდა მიცემულ შანსს,ნიშნს ვუგებდით ხოლმე სიტყვებით"შიშხარატი მჭრელია,ყელის გამომჭრელია!"ჰოდა აქაც რაღაც მსგავსი მოხდა,მგონი.მეორე მხრივ,მცველმა ისე ძლიერად შემოჰკრა ფეხებში,ოსიმჰენს,რომ მსაჯი ვალდებული იყო,ყვითელი ბარათიც ეჩვენებინა.მან კი,რატომღაც მხოლოდ პენალტი დანიშნა.ორიოდე წუთში,ოსიმენმა,მშვენიერი გოლი გაიტანა და ეს უკვე სრულიად სამართლიანი გოლი იყო.რეპორტაჟს ჯერ ქართულად ვუყურე და მერე,ჩანაწერი,რუსული კომენტარებით ვნახე.ჯერ კიდევ დასაწყისში,კომენტატორებმა ასეთი რამე თქვეს:ნაპოლის ლიდერები,ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან,მათთვის პლეი ოფის თამაშები,სერიოზული წნეხია და შესაძლოა მათზე დამთრგუნველად იმოქმედოსო.ხვიჩას ნამდვილად ეტყობოდა დაძაბულობა,კიმ მინ ჯესაც და მგონი ოსიმენსაც,თუმცა გასაკეთებელი,მაინც გააკეთეს.
კომენტატორებმა ისიც ამოქექეს,რომ ხვიჩას მამას,როცა ის თბილისის "მერანში" თამაშობდა,ინტერტოტოს თასზე,ნათამაშები ჰქონია აინტრახტის მწვრთნელის წინააღმდეგ და 3-1 დაამარცხესო.მგონი "რიდი" ერქვაო,იმ გუნდს.ეს ისე,უბრალოდ,ინფორმაციისათვის.
სოსო
22 თებერვალი 2023 15:15
0
უბრალოთ მაღალ კუთხეში რომ დაერტყა როგორც წინა ორი, შანსი არ ექნებოდა მეკარეს აღების.გასაკვირია რა მიზნით შეცვალა გამართლებული დარტყმები.
ჩემი აზრით
22 თებერვალი 2023 14:39
0
ცუდი სიმაღლე მისცა ხვიჩამ ბურთს, მეკარისთვის ადვილი ასაღები. ეგ არაფერი, მთავარია რომ კარგი ფორით ჩავლენ ნეაპოლში, თან საუკეთესო მეგოლეც არ ეყოლებათ გერმანელებს საპასუხო მატჩში
მამუკა
22 თებერვალი 2023 13:25
0
კარგად დაარტყა და მეკარესაც შეხედეთ როდესაც ხაზის წინ იდგა დარტყმის დროსაც და შემდეგ უფრო წინაც გადახტა..ესეთ მომენტზე ამ ბოლოდროს თავიდან არტუმევინებენ ხოლმე მაგრამ აქ ეგ არ მოხდა..ამ მსჯაებისას ვერაფერს გაიგებ...
მავანისგან
22 თებერვალი 2023 13:25
0
Kutxeshic daartka da dzlieradac,magram gegoneba mekarem winaswar icodao da gijivit gafrinda im kutxeshi,saertod mimachnia rom kvaram unda daxvewos penaltebi,tu daakvirdit kvela gatanili penaltisas napolishi ginda nakrebshi mekareebma koveltvis gamoucnes kutxe,magam vercertma moigeria gushindlamde...
Givi
22 თებერვალი 2023 11:38
0
ჩემიაზრით ხვიჩამ ძაან მაგრა დაარტყა უბრალოდ მეკარეს გაუმართლა.
Vlad
22 თებერვალი 2023 09:35
4
კარგად დაარტყა და მეკარეს კი არ გაუმართლა, ტრაპი ძლიერი პენალტების მოგერიებაში. 30 % პენალტების იგერიებს. ტრაპმა მოაგებინა ევროპის ლიგა აინტრახტს შარშან.
dato
22 თებერვალი 2023 11:48
0
ბებერი მელა მენტალურად ძლიერი მწვრთნელია. ფსიქოლოგიურად მყარად ყავს ნაპოლი და სწორი მიდგომაა ეგ
ტოტტი
22 თებერვალი 2023 08:36
0
მადა ჭამაში მოდისო, ხომ? თამაშამდე რომ ეკითხად, ხომ დანახმა იქნებოდი ამ ანგარიშზე? თან როგორ...
ლევანი
22 თებერვალი 2023 04:00
8
სპაგეტი, ნუ იკბინები! :)
რატი
22 თებერვალი 2023 02:37
18
რავი, საყვედურს კი გავდა...... არაუშავს, ახლა მთავარია შემდეგი თამაშები.
რატი
22 თებერვალი 2023 12:36
4
სპალეტის ცალსახად გამოუყენებელი პენალტი არ უგულისხმია მეგობარო.
ზოგადად, თამაშის მთლიანი ლოგიკიდან გამომდინარე თქვა, რომ ერთით მეტი გოლის ალბათობა ძალიან დიდი იყო.
მიშა
22 თებერვალი 2023 10:48
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული