ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანის პენტა-თრიკი - "სიტი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?

„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 038 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)

მკითხველის კომენტარები / 30 /
სამარცხვინო თამაში სამარცხვინო მსაჯობით.
გიო
12:09 15-03-2023
3
დავწერე: ხვიჩა 6 გოლს გაიტანს EintrachtFrankfurt-ის კარში.
მივიღე: 14 Dislike-ი.
თუ გაიტანს 6 ან 7 გოლს, ვინც Dislike-ი გაიმეტა, მოდით ხვალ და ბოდიში მოიხადეთ.
ქ. გ.
12:08 15-03-2023
4

სიახლეები პოპულარული