ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანის პენტა-თრიკი - "სიტი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?

„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 038 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს ჰალანდი მაინც ყარაული მეგოლე მგონია და მომკალი თუ გინდა...
ზესტაფდონი
15 მარტი 2023 08:33
1
თუ ნორვეგიასთან შეხვედრაში ჩაკვეტაძე იქნება ფორმაში მას შეეძლება თამაშზე დიდი გავლენა იქონიოს, ცხადია ხვიჩაზე დიდი პრესინგი იქნება.
ჰოლანდი? მისი განეიტრალება რთულია, მაგრამ აქ ხოჭოლავას და საზანოვს ექნებათ მაგარი შანსი დაამტკიცონ თავისი სიძლიერე.
ხო, ნორვეგიელები ძლიერები არიან, მაგრამ რომ ჩაუკვირდე დღესდღეობით მაგათზე მეტი თუ არა ნაკლებიც არ ვართ. მე ეგრე ვფიქრობ...
წარმატებები ბიჭებს!
თემური
15 მარტი 2023 11:54
1
სიტის ჩაწყობა რაში გაღელვებთ კი მაგრამ, ეგ ჰოლანი ჩვენთან რომ ჩამოდის ეგაა სადარდებელი, რაღა ახლა გაეხსნა ფრთები
nika
15 მარტი 2023 10:42
0
ჰოლანმა ერთხელ თქვა რომ მირჩევნია სულ 5 ჯერ შევეხო ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში და 5 გოლი გავიტანოო. და მგონი ზუსტად ეგ გააკეთა ეხლა, ბურთს არ უნდა გააკარო ეგ საერთოდ
Gvardi
15 მარტი 2023 07:09
0
თითო გოლზე საკმაოდ მაღალ პრემიალურებს უხდიან და იმიტომ, გეყოფა შე მამაძაღლოო.
buxo
15 მარტი 2023 10:14
0
ეხლა შედით და ნახეთ სათითაოდ სუყველა გოლი რომლებიც გაიტანა რომ იცოდეთ მაგის წინააღმდეგ რა უნდა გააკეთოთ. წამის მეასედი შეიძლება გამოიყენოს გოლად აქციოს, არეულობა რომ შეიქმნება მაგაშიც ძალიან სახიფათოა შანსებს არ უშვებს გოლი არ გაიტანოს. უდიდესი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ფიზიკაც საერთოდ საჯარიმოში ბურთს არ უნდა შეეხოს ტიპი ვერც უნდა დაინახოს ბურთი სად არის. საჯარიმოში კარის სიახლოვეს. ეს ლონდრეები არ შეიძლება დაცვაში არ ვიცი ვინებს დააყენებს სანიოლი, საზონოვს დროზე დაუძახეთ და დააყენეთ დაცვაში კვერკველიაც ფორმაში რო იყოს კარგი იქნება. კარგი ბიჭები გვყავს მარა ზოგი ისეთი ლონდრეები არიან მაგათი იმედი ბოლომდე არა მაქ შეიძლება მაინც გაიტანოს მაგ მუტანტმა და მზად იყავით
speci
15 მარტი 2023 06:56
0
ამ ტერმინატორს უნდა აეკრძალოს ფეხბურთის თამაში:) რაც ეს გადავიდა სიტიში მის მერე არ ვუყურებ ამ გუნდის თამაშს :)
რობი
15 მარტი 2023 11:41
6
პორტო - ინტრერის მსაჯი, მარცინიაკი იყო თუ ვიღაც სიმონი. რამდენი ჯარიმა არ დანიშნა. ასეთი მსაჯების ბრალია, ფეხბურთელებს რომ ამტვრევენ. ნაღდად მეშინია ნაპოლის თამაში არ იმსაჯოს, ნაღდათ დაამტვრევინებს კვარაცხელიას.
alexandre
15 მარტი 2023 11:36
1
რონალდოსაც აქვს გატანილი 5გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
რომ იცოდეთ
15 მარტი 2023 09:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული