ნეაპოლი ცეცხლის ალშია - გერმანელი ფანები ქალაქში ძალადობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩის წინ ქალაქში არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით გერმანელ ულტრასებს თამაშზე დასწრების ნება არ დართეს, მათი ნაწილი მაინც ჩავიდა ნეაპოლში, სადაც ტიფოზებთან დაპირისპირებები მოხდა.

ფრანკფურტელმა ფანებმა დილიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ "ატალანტას" გულშემატკივრები შეუერთდნენ, ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს და შეტაკებებს აქვს ადგილი. ქუჩებში დამტვრეულია ავტომობილები, ისმის აფეთქებების ხმები და ხანძარია.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ქუჩები საბრძოლო მოქმედებების ადგილად გადაიქცა. პოლიცია წესრიგის დამყარებას და ქალაქიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გაყვანას ცდილობს. ქალაქის მერი გაეტანო მანფრედი პირადად
ხელმძღვნელობს ვითარების დასტაბილურებას.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მატჩი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან შეიძლება ფანებმა სტადიონზე ძალით შეღწევა სცადონ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ევროპული ღირებულებები მოქმედებაშია
ბექა
15 მარტი 2023 23:18
13
ისევ თავიანთი გუნდი დაზარალდება. დაადებენ უზარმაზარ ჯარიმას და შეზღუდვებს დაუწესებენ. ცოტა ტვინიც უნდა დაატანო სანამ ასეთი უაზრო საქციელების მუღამში ხარ
Haaland
15 მარტი 2023 23:15
0
რა მატჩი არ გაიმართოს, სულელები ხო არ არიან ეგენი... რაც მთავრობას დავაკელით, რკინის ქალამნებით ჩავალთ და სახეს გავახევთ მაგათ...
რა მაფიაა?
15 მარტი 2023 22:01
45
და ეგ გეამაყება როცა ტრაბახობ , "რაც მთავრობას დავაკელითო" რა ნაკლები გადაწვით რუსთაველი? ამ გერმანელების არ მოგწონთ და თქვენი მოსაწონია? გამომიხვედით დიდი გმირები რა? თქვენც ეხლა საქართველოს ტერიტორიები დაიბრუნეთ რა? ვაი თქვენს პატრონს რითი ტრაბახობ?
რა მაფიაა-ს
15 მარტი 2023 22:11
19
არა რა გერმანელები რაცაა ყველამ იცის, მაგრამ ეს ნეაპოლელებიც სუფთა ველურებია რა, რაც დროზე დაახვევს ხვიჩა მანდედან მით უკეთესი.
ეეე
15 მარტი 2023 21:26
24
შეწყდეს საფეხბურთო ისტერია. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმარტული.
გიული
16 მარტი 2023 00:05
0
ვერ მივხვდი, ატალანტას ფანები რა შუაში არიან. წინა თამაშის მერე ჩარჩნენ ნეაპოლში?
გოგია
15 მარტი 2023 23:43
0
ატლანტის ფანები იმ შუაში არიან,რომ ფრანკფურტის აინტრახტთან არიან დამეგობრებული,თან ნეაპოლელებს ვერ იტანენ.ასე რომ საერთო მიზნის განსახორციელებლად( ებერტყათ ნეაპოლელები)შეუერთდნენ ფრანკფურტელ ძმებს,თან ბილეთების შეძენაშიც დაეხმარნენ,თორემ ისე აინტრახტის ფანები სტადიონზე ვერ მოხვდებოდნენ.მოკლედ,მე იტალიელი პოლიციელები შემეცოდნენ,თორემ ეს მოხულიგნო ფანები ორივე მხრიდან,მაგათ ეტყობა ცემის მოთხოვნილება აქვთ...გიჟი თავისუფალია :-) :-)
მოცლილი
16 მარტი 2023 01:04
0
გმადლობთ პასუხისთვის
გოგია
16 მარტი 2023 08:31
0
გერმანელები ძალადობენ და ნეაპოლელები ყვავილებს ესვრიან ჰო? კაით რა ორმხრივია ეგ და მე მეშიანია ნაპოლიც არა დასაჯონ, აინტრახტი ისედაც გავარდნილია.
გოგი
15 მარტი 2023 21:49
16
ამათ შეხედეთ, ფანების მაშხალების ეშინიათ და მართლა ომი რომ დაიწყოს რუსეთთან სად შეძვრებიან, რისი მაქნისები ხართ თქვენი ქალაქი ვერ დაგიცვიათ პოლიციის დახმარების გარეშე, ქუზიიიიიიიიიინ ევროპელები
პაატა
16 მარტი 2023 14:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული