ტრადიციული "მილანი" თუ "ნაპოლი" - იტალიას დიდების დაბრუნების იმედი აქვს!..

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც იტალიური საკლუბო ფეხბურთი ევროპის მასშტაბით ბრწყინავდა, არაერთი წელი გავიდა. ამას მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგი სანაკრებო კრიზისიც დაემატა. ამ ქვეყანაში კვალიფიციურ ფორვარდზეც კი დაიჩივლეს. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალი გამარჯვებული იშვიათი მოვლენაა. "მილანი" ის გუნდია, რომელსაც ეს თასი მადრიდის "რეალის" შემდეგ ყველაზე მეტჯერ (7) აღუმართავს, "ნაპოლი" კი - წლის სენსაცია, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია (ამის თქმის არ მოგვერიდება) და იქნებ სწორედ ახლაა ახალი ჩემპიონის დრო...

პსჟ და "მანჩესტერ სიტი", ორი გუნდი, რომელთაც გეოგრაფიის
ზრდას მუდმივად უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამ საქმიდან ჯერ არაფერი გამოდის. პარიზელთა შემთხვევაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის აღმართვა არც წელს იქნება - მესი და მბაპე, ეს ორი გვარი თითქოს საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ასე არაა. თუ დიდი ტიტულების მოგების ტრადიცია არ გაქვს, მაშინ ის გუნდურობითა და საკუთარ თავზე ძალიან მაღლა ახტომით უნდა შეძლო.

Sportall.Ge

იტალიური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ახლა მთელი ქვეყნის წარმატება იქნება, თუმცა, მოგეხსენებათ, "მილანის" გულშემატკივარს ურჩევნია, თანაქალაქელ და ამავდროულად, მოსისხლე მტერ "ინტერზე" მეტად ტიტული, პირობითად, "ბენფიკამ" მოიპოვოს. აპენინებზე ესპანურ-ინგლისური ჰეგემონია ძალიან მობეზრდათ, თანაც ფინალისტის ერთ საგზურს, ფაქტობრივად, ერთმანეთში ათამაშებენ და სამი გუნდის გულშემატკივართა ("მილანი", "ნაპოლი", "ინტერი") მიღმა უმრავლესობას ენდომება, ფინალში მათი ქვეყნის ის წარმომადგენელი გავიდეს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში ნებისმიერის დაჯაბვნას შეძლებს - კარლო ანჩელოტის "სამეფო კლუბისაც" თუ მუდამ მძლავრი მიუნხენის "ბაიერნის". "იუვენტუსის" წაგებული ფინალები ყველას ახსოვს. თუკი ტრადიციებით გავზომავთ, ამის ყველაზე მეტი შანსი "მილანს" აქვს, თუმცა ნეაპოლურ კლუბს წელს ყველაფერი შეუძლია. მართალია, სეზონის მიწურულს იდეალური ფორმა "გაექცათ", თუმცა ლუჩანო სპალეტის ბიჭები სკუდეტოს 33-წლიანი განშორების შემდეგ უახლოვდებიან და რაც მთავარია, ამ გუნდს ჰყავს კვარაცხელია-ოსიმენის მძლავრი დუეტი, მათთვის კი მიუწვდომელი სიმაღლეები არ არსებობს.

Sportall.Ge

ქართველი გულშემატკივრები იტალიელებს ემოციურად დავუკავშირდით. წლების წინ კახა კალაძის ფაქტორის გამო "მილანი" იყო ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ვგულშემატკივრობდით. ქართველი მცველი თასს ორჯერ შეეხო - ჯერ ტურინის "იუვენტუსს" აჯობეს ფინალში, შემდეგ "პაპა კარლოს" გუნდი სტამბოლში (სადაც წლევანდელი ფინალიც ჩატარდება) "ლივერპულთან" სასწაულად (3:0-იდან) დამარცხდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ "წითლებთან" რევანში აიღეს. ახლა ჩვენი მთელი გულშემატკივრობა "ნაპოლის" მხარესაა. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ამ საქმეში გვიმართლებს და ერთხელაც ვნახოთ!..

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

altთუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?

alt"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

alt"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 11 /
იტალიას დიდებას ნაპოლი დაუბრუნებს!
ზაზა
11 აპრილი 2023 11:58
6
წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
11 აპრილი 2023 15:40
4
ანუ ნაპოლის არა?:)))
ჯუბა
11 აპრილი 2023 20:26
2
მილანი ითვლება ფავორიტად ვინაიდან მეორე გუნდია რელის მერე და ისტორია ისეთი ძალაა სულ მეორდება ამიტომ შანსები მეტი აქ,მაგრამ მტავარია ნაპოლიმ თავისი ფეხბურთი ითამაშოს როთაც მილანს კი არა ბევრს ჯობია სასწაულები იმედი გვაქ ყველას და ხვიჩას გაბრწყინების ესეთი ფეხბურთელი არ გვყოლია დამოუკიდებლობის მერე!!
მიდი ლომო
11 აპრილი 2023 20:30
1
რათქმაუნდა ხვიჩა და ნაპოლი დაუბრუნებს იტალიას დიდებას!!! წარმატებები კვარა!!!
გულშემატკივარი
11 აპრილი 2023 13:27
3
მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგოს პირველი თამაში ნაპოლიმ, მერე ოსი დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება, თან მილანისთვის დაქამბეკება უცხო არაა, ანუ მას, რომ უქმბეკებენ.D
ggg
11 აპრილი 2023 17:54
1
ნაპოლი თავის ბადეში ყველაზე ძლიერია რეალურად და ფინალში გასვლა შეუძლია თუ ძალებს სწორად გადაანაწილებენ. სკუდეტო ფაქტიურად მოგებულია ეხლა მთავარია სპალეტიმ როტაციებს მიმართოს და მაინცდამაინც 7 ტურით ადრე ნუ მოინდომებს ჩემოიონობის განაღდებას. არ გადაწვას ფეხბურთელები. ფინალში თუ გავიდა ნაპოლი იქ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
შაკო
11 აპრილი 2023 15:08
4
მარცხნივ მშიერი მგელი!მარჯვნივ ლეაო ირემი!!!
ზაზა
11 აპრილი 2023 14:16
4
რა ხვიჩა რა ლეაო, ჩვენი მხითარიან ინტერთან ერთად დაუბრუნებს დიდაბას იტალიას.
zura222
11 აპრილი 2023 15:14
19
სიტი ბაიერნს ვუყურე, არცერთი გუნდი არ მიყვარს მაგრამ ბაიერნს მინდოდა გაეტანა რო თამაში დაძაბულიყო.
ისეთი თამაში დადო სიტიმ მგონი იგებს ჩემპიონთა ლიგას. სიტი რომ ჩემპიონი გახდეს რაღაცნაირად იმედგაცრუება იქნება ჩემთვის. სიმდიდრის, ფულის და შეიხების ზეიმი. ხო შეიძლება ერთხელაც ისეთმა გუნდმა მოიგოს, ვისაც ამხელა ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული როგორ არის :(
Spain
12 აპრილი 2023 08:42
0
მილანი უფრო ვარსკლავური გუნდია და თან ფორმაშია შესული, ნაპოლი კი პირიქით ჩვეულ ფორმაში აღარ არის. მითუმეტეს ოსიმენის გამოკლების შემდეგ საერთოდ აირია
giorgi 3
11 აპრილი 2023 20:29
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული