ხვიჩა-ვიქტორის დუეტი ბრუნდება - მატჩის დღე და კრიზისიდან გამოსვლის გზები...

AutoSharing Option
აღდგომის დღესასწაულის ზეიმის შემდეგ, დღეიდან (18 აპრილი) სამუშაო კვირა დაიწყო და საღამოს დიდებული მატჩიც გვაქვს - თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს.

რა ვნახეთ შაბათს, "ვერონასთან" (0:0)? კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეაპოლურ კლუბში არსებობს პოზიციები, სადაც უბრალოდ, ალტერნატივა არ არსებობს და ლუჩანო სპალეტის დიდი დილემა ისაა, გუნდი არ "გადაწვას", ამავდროულად კი, ქულების დაკარგვა თავიდან აიცილოს. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე რომ არ ვისაუბროთ, სტანისლავ ლობოტკას შემოსვლამდე და მის შემდეგ ორი სხვადასხვა გუნდი ვნახეთ.

კარგია,
რომ ერთგვარი კრიზისის პარალელურად, იტალიის ჩემპიონატის ლიდერებს საკმაოდ დამაჯერებელი (14-ქულიანი) უპირატესობა აქვთ, მაგრამ სპალეტის კომპლექსი, რომ სეზონის მეორე ნაწილს გაცილებით უკეთ ატარებს, კვლავ რჩება. "ნაპოლის" თავკაცის გაკრიტიკება არაერთი მიმართულებით შეგვიძლია. მეორე მხრივ კი, იმასაც ვიაზრებთ, მის ხელთ არსებული მთლიანი რესურსით, ამ ფეხბურთელების ნაწილის განვლილი სეზონის ანალიზითა და თუნდაც ახლანდელი სანაკრებო მატჩებით, ლუჩანომ ძალიან მძლავრი გუნდი შექმნა.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ეს დიდი განსხვავება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა შექმნა. შესაძლოა, ბოლო დროს ის ისეთივე ეფექტური და ფორმაში მყოფი არ გვეჩვენება, თუმცა თამასის აწევის ამბავზე ადრევე ვწერდით, ჩვენ სულ ბევრს და წარმოუდგენელსაც კი ვითხოვთ. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიც არსებობს. მარტივად, "ვერონასთან" სეზონის პირველი ტურის მატჩს რომ შევადაროთ, იქ "კვარას" საკმაოდ შორიდან ეთამაშებიან, სიხისტეც იშვიათი იყო. რა ვნახეთ ახლანდელ 25 წუთზე მეტში, როცა ჩვენებური მინდორზე იყო? მისი ლამის ყველა შეხება ბურთთან მეტოქეების შეგნებული ჯარიმის აღებით სრულდებოდა. იყო ეპიზოდი, ხვიჩას წინააღმდეგ დარღვევა რომ არ შეიმჩნიეს. როცა გუნდური მექანიზმი სათანადოდ არ მუშაობს, შეხვედრაში სრული ეფექტურობით ჩართვა რთულია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, ისაა, რამდენადაა დამოკიდებული ნეაპოლური წარმატება ვიქტორ ოსიმენზე და როგორ თამაშობს გუნდი მის გარეშე. პირველ რიგში, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ლიდერების არსებობის მიუხედავად, ყველაფერი ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ის, რომ ვიქტორი გასულ წლებზე გაცილებით შედეგიანია, ამაში ხვიჩა კვარაცხელიას როლი დიდია და ეს მხოლოდ საგოლე პასებში არ გამოიხატება - "კვარადონაზე" გაზრდილი ყურადღება, ქართველის მხრიდან ნიგერიელისთვის გახსნილი ზონები ოსიმენს დიდ გასაქანს აძლევს. იმავეს პირიქითაც ვიტყვით. ვიქტორი ძალიან კარგი ფეხბურთელია, გოლის გატანის ალღოც აქვს, ტექნიკაც, ოსტატობაც და თანაგუნდელების "ნახევრად პასების" მაგრად დამუშავებაც შეუძლია. ხვიჩას მოედანზე შესვლამდე რაც ყველაზე მეტად შეინიშნებოდა, ფანტაზიის ნაკლებობა იყო. აი, რატომ შეაყვარა მან თავი ყველას...

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, "მილანმა" ცოტა ხნის წინ (ჩემპიონატში 4:0) აჩვენა, რომ "სტადიო მარადონა" აუღებელი ციხესიმაგრე სულაც არაა, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარებაა. ლიგის პირველი დაპირისპირების სტარტზე "ნაპოლის" გატანა შეეძლო, მათ შორის, კვარაცხელიას. საბოლოოდ, ბევრი არაფერი გამოვიდა, რასაც ანგისას გაძევებაც დაერთო და ახლა მილანელებს მცირე უპირატესობა (1:0) აქვთ.

უკანასკნელ 4 მატჩში გატანილი მხოლოდ 2 გოლი ისაა, რაც სპალეტის გუნდის წლევანდელ შედეგებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საშინაო მატჩებში ნეაპოლელებს, მინიმუმ, სამი გოლი გაჰქონდათ და საინტერესოა, "მილანთან" ეს ამბავი როგორ გაგრძელდება. ოსიმენის დაბრუნებამ იქნებ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოს.

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის სხვაობა 22 ქულაა, მილანელები უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სულ სხვა ისტორიით არიან და ახლა თანაქალაქელ "ინტერთან" შესაძლო ნახევარფინალზე ისინი ბევრს ფიქრობენ. სკუდეტო 33 წლის შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი კი "ნაპოლის" სულ სხვა დონეზე აიყვანს!..

ლუჩანო სპალეტის ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს. კიმ მინ ჯე ჟუან ჟესუსმა უნდა შეცვალოს, ზამბო ანგისას პირდაპირი ალტერნატივა ტანგი ნდომბელეა, თუმცა ლობოტკა-ზელინსკის წყვილთან ერთად ელიფ ელმასის თამაშიცაა შესაძლებელი. ნეაპოლელებს მოწინააღმდეგის დამწუხრება და ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლიათ. მთავარია, კონტრშეტევებზე როგორი რეაგირება ექნებათ. რაფაელ ლეაო ამ დროს ძალიან სახიფათოა. ის "რეალელი" ვინისიუსის შემდეგ ლიგაზე ყველაზე მეტ დრიბლინგს აკეთებს.

შეხვედრას პოლონელი მარსინიაკი განსჯის, რომელიც ძალიან მაღალი დონის არბიტრია. დღეს გასამართია მეორე მატჩიც, შეგახსენებთ - "ჩელსი" "რეალის" წინააღმდეგ (პირველი დაპირისპირება მადრიდელებმა 2:0 მოიგეს).

alt"ფორმაში არ არის, მაგრამ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვააჰ ვიქტორი? არა ვიქტორი არა,მამამისს პატრიკი ჰქვია და აწი პატრიკეევიჩი დავუძახოთ :) :)
VAR
18 აპრილი 2023 21:23
0
მე მხოლოდ ნაპოლი 5:2 მილანი ანგარიშზე ვარ ყაბულს!
aburjga
18 აპრილი 2023 21:06
0
ეს კომენტარი დღეს დაიწერა ერთერთ დიდ ქართულ სპორტ ფეიჯზე და დავაკოპირე. წმინდაო მარადონა, რომელი ხარ სამოთხესა და მოედნებს შინა. შენ ხარ ერთადერთი საფეხბურთო სხვაობა რომელსაც შეუძლია ინგლისელების დამარცხება, გერმანელების დამხობა, ბრაზილიელთა დაჩოქება და გარი ლინეკერის შენი რელიგიის იოანე ნათლისმცემლად ქცევა. გთხოვ დაგვეხმარე და ამ სიასდიდებულ სიას მილანიც შემატე, დაადე შენი ღმერთის ხელი მარცხენა ოსიმენს მარჯვენა კი კვარას და ოსი მარიო კემპესად კვარა კი ხორხე ვალდანოდ აქციე.
Dyogene
18 აპრილი 2023 19:23
12
Aq komentarebs weren mokvdebi sicilit, turme wina matchi milans ujobnia. Es milanis fanatikosebi ra samarcxvinoebi xart.

Dghes gatenis napoli 5-1 iuves variantshi iqneba milani.
Ttt
18 აპრილი 2023 18:51
1
ხვიჩას ჰეტრიკს ასრულებს უეჭველი!
უეჭველი
18 აპრილი 2023 18:38
2
ავჭალელის პასუხი ყველას. დღეს ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლი და სრულიად საქართველო იზეიმებს გამარჯვებას!
ავჭალიდან
18 აპრილი 2023 17:33
3
4-1 მოიგებს ნაპოლი.
მაკა
18 აპრილი 2023 17:13
4
ხვიჩა კარგ გზაზე დგას და უმატებს სიჩქარეს მწვერვალიდან.
ხვიჩას ნაირი რამდენი უპატრონო ბავშვი იჩაგრება და ზის სახლში ამ თემებზე ჯობია საუბარი და ქართული სპორტის თაობაზე როგორ ამოვიყვანოთ ჭაობიდან.
სპალეტი რას იტყვის,ფანები რას ამბობენ და იტალიაში ვინ რას იტყვის ერთი ასოსაც არ აკლებთ და ქართული სპორტი ჭაობში რომ არის იმაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ.რაში მაინტერესებს იტალიური ცხოვრება და დამოკიდებულება სპორტზე...დავინახეთ ხვიჩა და გაგვახერს.საუბარი და სტატიები ჯობია ქართულ სპორტზე დავწეროთ.არ ვიცი როგორ მოგაწვდინოთ იტალიელი მწვრთნელი და მე როგორ ვსაუბრობთ და როგორი დაინტერესებული არიან პერსპექტიული ბავშვებით.როგორ მოგაწვდინოთ მიხვდება ყველა.
მოქალაქე
18 აპრილი 2023 16:04
3
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს❤️
გულშემატკივარი
18 აპრილი 2023 15:48
4
უკან რუბინში…
edinburg
18 აპრილი 2023 15:22
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული