ბენასერი: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ისმაილ ბენასერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წელს "როსონერის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

ალჟირელი ფეხბურთელის თქმით, "შავ-წითლები" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არა ჯგუფიდან გასვლისთვის, არამედ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლისთვის არ ვთამაშობთ. გასულ წელს ნახევარფინალში გავედით, წელს კი უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ტურნირის მოგება შეგვიძლია", - განაცხადა ბენასერმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე "მილანი" F ჯგუფში 5 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემპ ლიგის რა გითხრათ და ევროპა ლიგაზე კი შეიძლება გაიფაფხუროთ
რა დღეშია ლეგენდა კლუბი
სხვა
27 ნოემბერი 2023 01:13
0
დღევანდელი რესურსით,ეგ ოცნებაა!
სოსო
16 ნოემბერი 2023 19:28
0
ჩემი მიზანიც ეგ არის,როგორც მილანის გულშემატკივარის. მაგრამ სჯობს ჯერ ჯგუფიდან გავიდეთ და მერე ვილაპარაკოთ მოგებაზე.
ბექა
15 ნოემბერი 2023 20:37
1

სიახლეები პოპულარული