"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 4:2 სძლია "ნაპოლის". ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი თვლის, რომ პიოტრ ზელინსკისთან უხეშობის გამო მასპინძელთა გუნდის მცველი ანტონიო რიუდიგერი გასაძევებელი იყო.

რიუდიგერმა მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ზელინსკის ბარძაყში ბუცების ქაცვებით ჩაარტყა, მსაჯმა ფრანსუა ლეტეკსემ კი ანტონიოს არც ყვითელი ბარათი უჩვენა და არც წითელი. ამის შემდეგ პოლონელი შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შევიდა.

Sportall.Ge

"ჩემი აზრით, ეს წითელი ბარათია. ეს ეპიზოდია, რომელსაც ფეხბურთელი მსაჯზე უკეთ აგიხსნით. რიუდიგერმა ფეხი ასწია და
ჰაერში დატოვა, რადგან იცოდა, რომ მეტოქეს ჩაარტყამდა. ბურთის დაუფლებით მან უხეშობა შენიბღა", - ციტირებს იტურალდე გონსალესს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Უეჭველი წითელი იყო..
5
არაა გასაკვირი იტურალდე ცნობილი კულეა
BOSS
18:57 01-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული