ვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

AutoSharing Option
27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა
კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

მკითხველის კომენტარები / 37 /
გარემო დიდ როლს თამაშობს. უახლოეს წრეში რომ ბეყოლება არაკეთილსინდისიერი აგენტი, ცრუ მეგობარი და მეტიკტოკე ტუტუცა, შენც გაბლატავდები.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 13:59
12
ხვიჩამ რომ ნათანს პასი მიცა მოძრაობაში, რაც ბოლოს გოლით დასრულდა, აი ასეთ პასს თითქმის ვერავინ უკეთებს. ხვიჩას პასს ძირითადად საკუთარი კარისკენ მობრუნებულს აძლევენ, ანუ ძალიან უგვიანებენ. ნაპოლის წესიერი მარცხენა მცველი არ ჰყავს. თავად ხვიჩას პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, თუმც ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორებამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება და ნაპოლი ბევრს მოიგებს, რადგან ხვიჩას წყალობით სივრცეები იხსნება.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 13:58
7
მე რომ ვიყო ხვიჩას დამრიგებელი, ერთ თვეში გახდებოდა სუპერ ვარსკვლავი.
ყველა რომ დაწყნარდება, მერე, ალბათ, ავხსნი დაწვრილებით, რა არის შესაცვლელი.
ხვიჩა არ წაიკიათხავს, მაგრამ სხვა ახალბაზრდა ფეხბურთელებმა შეიძლება წაიკოთხონ და ისწავლონ მის შეცდომებზე.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 13:56
8
რომელ გუნდსა სწვრთნი?
გიორგი
13 დეკემბერი 2023 14:11
7
შე კაცო სანამ დაწყნარდებიან მანამდე თქვი ეგ სათქმელი თორემ, მაგათ დაწყნარებას წლები დაჭირდება.
მალხაზ ჯობავა
13 დეკემბერი 2023 14:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული