"ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში ხავი შეიძლება გადააყენონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" დამარცხების შემთხვევაში, შეიძლება ხავის ნაადრევად მოუწიოს "ბარსელონას" მწვრთნელის პოსტის დატოვება.

As-ის ცნობით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებული არაა, რომ ხავი სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს წარმატებულად გაუძღვება, მისი გარემოცვა კი სიტუაციის გამოსასწორებლად სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. ხავის მუშაობის შედეგებით აგრეთვე იმედგაცრუებულია სპორტული დირექტორი დეკო.

ერთი სიტყვით, თუ 1/8-ფინალში "ბარსელონამ" "ნაპოლის" ბარიერი ვერ გადალახა, ხავის სამუშაოს დატოვება მოუწევს.

ამ გუნდების პირველი მატჩი 21 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 12 მარტს ბარსელონაში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ცოტა ობიექტურობაც არ გაწყენდათ ბასრასა და ნეაპოლს შორის ტოლობას რომ სვამთ, გუნდების ყალიბრს რომ თავი დავანებოთ. დღეისათვის ბასრას 20 ქულით მეტი აქვს პრიმერაში ვიდნე ნაპოლის სერიაში და მყარად ზის ჩ/ლიგის ზონაში სამეულში, ნაპოლი კი მეათე ადგილზეა და შანასი არ აქვს ლიგაზე კი არა ევროტურნირებზე მოხვედრის..როგორ უნდა მოიგოს გოლები ვერ გააქვთ, გოლის გარეშე კი როგორ??...ოსიმენა კი უბრუნდებათ მაგრამ არ მგონია შტანგები დაღუნოს, კვარა და პოლიტანო კი რისი მაქნისები არიან პრინციპულ თამაშებში კი ბევრჯერ ვნახეთ....კი, სოფსკორი კი უწერს ხვიჩას უმაღლეს შეფასებებს ყოველჯერზე, მაგრამ ტაბლოა მთავარი, ტაბლოო!!!
leqso
13:49 18-02-2024
0
ვის სჯერა რომ ნაპოლიმ შეიძლება ბარსა დაამარცხოს?
ვანჩოპე
08:05 13-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული