ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დრამა მადრიდში - ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.

„ატლეტიკომ“ გასვლაზე 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ინტერს“ ძირითად დროში 2:1 მოუგო, ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერია მადრიდელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს.

"ინტერი" 2024 წელს პირველად დამარცხდა - აქამდე 14 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და 1 ფრედ დასრულებული.

ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ, მეოთხედფინალში ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ  გავიდა.


პსვ-სა და „დორტმუნდის“ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, დღეს კი გერმანულმა გუნდმა 2:0 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„დორტმუნდი“ 1/4-ფინალში 2021
წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს - მაშინ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.


მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 69 196
მაყურებელი
ატლეტიკო - ინტერი 2:1 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 დიმარკო (33), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - პსვ 2:0
გოლები: 1:0 სანჩო (3), 2:0 როისი (90+5)

მეოთხედფინალების ყველა მონაწილე გამოვლინდა: "რეალი", "ბარსელონა", პსჟ, "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ატლეტიკო". კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სიმეონე ჯიგარი და მგელია. ეს იტალიის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატს გავს დონით ოხონდ კაი დოზით აქვთ პიარი. ულოცავ მადრიდის მთავარ გუნდს გასვლას სრულიAთ დამსახურებულად
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
03:09 14-03-2024
32
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ "სერია ა" ჩემპიონობაც კი არ ნიშნავს ევროპის საშუალო დონეს. ნაპოლი, ინტერი, მილანი სად არიან ეს გუნდები? დახარჯული მილიონებით სახლში, მიირთმევენ პიცას და სპაგეტს :) ფროსიონენს, კალიარის და მონცას ჩხოროწყუც მოუგებს
bebe
11:01 14-03-2024
15

სიახლეები პოპულარული