ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსამ", რომელსაც Puta უძახეს, პსჟ-ს მოუგო - "ატლეტიკომ" "დორტმუნდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

„ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში პსჟ-ს სტუმრად 3:2 სძლია, „ატლეტიკომ“ კი სახლში „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 47 470 მაყურებელი
პსჟ - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 68 641 მაყურებელი
ატლეტიკო - დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე პაული (5),2:0 ლინო (32), 2:1 ალერი (81)

. შეხვედრის დაწყებამდე პარიზელი ფანები სკანდირებდნენ:“ «¡Puta Barça!»“.
. „ბარსამ“ ზედიზედ მეხუთე
გამარჯვება იზეიმა და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
. „ბარსელონას“ შემტევი იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ითამაშა - 16 წლის და 272 დღის.
. მარკინიოსი პსჟ-ში ჩატარებული 436 მატჩით ამ გუნდის რეკორდსმენი გახდა.
. პარიზული გუნდის თავდამსხმელ მბაპეს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
. ამით შეწყდა პსჟ-ის 28-მატჩიანი წაუგებელი სერია.
. "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ალერმა ტურნირზე 13 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
. "ატლეტიკო" სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე არ  დამარცხებულა - 11 მოგება და 6 ფრე საერთო ანგარიშით 20:5.

საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ფეხბურთი მთელი თავისი დიდებულებით - "რეალი" და "სიტი" და "არსენალი" და "ბაიერნი" დროებით დაზავდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
არადა მეგონა რომ პსჟ ადვილად მოუგებდა და რა მოხდა? ბარსა გასულია და ნახევარ ფინალში ატლეტიკოს შეხვდება. აი მანდ რა მოხდება კაცმა არ იცის. მეორე მხარეს კი ისეთი ამბავია კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ფინა სიტი-ატლეტიკო მგონია. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვნახოთ. რაც მთავარია კარგი თამაშებია და ეს უფრო კარგია
zura
11 აპრილი 2024 12:01
5
ზუსტად მასე ფიქრობს და დებს ფსონებს პლანეტის უმეტესობა, არადა პსჟ გასვლაზე მოუგებს, ფინალშიც გავა და მოიგებს კიდეც ლიგას.
მეორე მხრიდან რეალი ბაიერნი იქნება ნახევარფინალი.

P.S. არგენტინა მასე ჩამოწერეს მსოფლიოზე პირველი წაგების შემდეგ, მაგრამ მსოფლიო მოიგო/მოაგებინეს შემდეგ.
ქომაგი
11 აპრილი 2024 16:29
2
ატლეტიკოსთან რა მოხდება და რაც ერთი თვის წინ მოხდა მეტროპოლიტანოზე. 3-0 ბარსას სასარგებლოდ.
ზურას! არადა მეგონა რომ პსჟ ადვილად მოუგებდა და რა მოხდა? ბარსა გასულია და ნახევარ ფინალში ატლეტიკოს შეხვდება. აი მანდ რა მოხდება კაცმა არ იცის. მეორე მხარეს კი ისეთი ამბავია კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ფინა სიტი-ატლეტიკო მგონია. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვნახოთ. რაც მთავარია კარგი თამაშებია და ეს უფრო კარგია
11 აპრილი 2024 15:36
0
ბარსა ყველას ჩამოწერილი ყავდა მაგრამ ლიგის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
მინდია
11 აპრილი 2024 08:55
3
სად ნახულობთ ასეთი "მაღალი ხარისხის" ვიდეოს
ვაჟა
11 აპრილი 2024 08:43
1
ვიტინია პსჟს ფეხბურთალია და მან,პსჟ წინ გაიყვანა.მბაპემ დაარტყა,მაგრამ დაუბლოკეს.
სოსო
11 აპრილი 2024 02:10
5
პუტა პსჟს უფრო შეესაბამაება, ტიპებმა მილიარდები დახარჯეს და ვერაფერს ვერ იგებენ. პ.ს. დამავიწყდა საფრანგეთის ჩემპიონები რო არიან.დ.დ.
dogi
11 აპრილი 2024 01:56
1
გულისამრევი გუნდი გულისამრევი გულშემატკივარი გულისამრევი ქვეყანა თავისი მულტი ეროვნებით
გოგა
11 აპრილი 2024 01:17
7
გულისამრევ გოგას გული ერევა )))
Visca Barca
@
16 აპრილი 2024 00:05
0
ძირს რასიზმი ;)
რეზზ
11 აპრილი 2024 01:52
8
ეხლა გინდ puta ეძახეთ და გინდ კ... ,კი ამოგდოთ და.
თომა
11 აპრილი 2024 01:11
1

სიახლეები პოპულარული