ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი ქამბექების საღამო - პსჟ და "დორტმუნდი" ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

პსჟ-მა სახლში 2:3 წაგების შემდეგ გასვლაზე „ბარსელონას“ 4:1 სძლია. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები რაფინიამ დააწინაურა. ცოტა ხანში კატალონიური გუნდის მცველი არაუხო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, დემბელემ კი ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვიტინიამ შორიდან დარტყმით პარიზელები წინ გაიყვანა. მერე დემბელეს მიერ მოპოვებული პენალტით ტერ შტეგენის კარი მბაპემ დალაშქრა. ბოლოს კილიანმა დუბლი შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

მადრიდში 1:2 დამარცხებულმა „დორტმუნდმა“ „ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო. “დორტმუნდმა“ პირველ ტაიმში
მოახერხა 2:0 დაწინაურება, თუმცა შესვენების შემდეგ ჰუმელსმა და კორეამ გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა. ისევ შეუტიეს მასპინძლებმა, ობლაკს ფიულკრუგმა და ზაბიტცერმა გაუტანეს და „ბორუსიამ“ 1/2-ფინალში გააღწია.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 50 309 მაყურებელი
ბარსელონა - პსჟ 1:4
გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61, პენ), 1:4 მბაპე (89)
გაძევება: არაუხო (29, ბარსელონა)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ატლეტიკო 4:2
გოლები: 1:0 ბრანდტი (34), 2:0 მატსენი (39), 2:1 ჰუმელსი (49), 2:2 კორეა (64), 3:2 ფიულკრუგი (71), 4:2 ზაბიტცერი (74)

. პსჟ უკანასკნელ 5 წელიწადში მესამედ გავიდა ნახევარფინალში.
"ბარსელონა" ზედიზედ მეხუთე სეზონში ვერ გავიდა ნახევარფინალში.
. დემბელემ „პარი სენ ჟერმენში“ 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა - აქედან 2 „ბარსას“ კარში.
. მბაპემ მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგებში პირველმა გაიტანა 40+ გოლი.
. "დორტმუნდი" ნახევარფინალში 11 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
. ნახევარფინალში პსჟ "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.

alt"ეს "ბარსელონას" დნმ-ის დამსახურებაა" - ხავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების გამყვან მწვრთნელებზე

alt"დემბელე ბო**ია" - "ბარსელონას" ფანები ყოფილ ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეეგებნენ და პსჟ-ის სასტუმროსთან ღამით დიდი ამბავი მოაწყვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა ბარსას ფინალში ეგონა თავი უკვე :):):)
zura
17 აპრილი 2024 09:49
0
ესპანურმა გუნდებმა ჩაისვარეს, დღეს რეალსაც იგივე ბედი ელის
დავით 67
17 აპრილი 2024 09:48
9
რამდენჯერ გაგიმეოროთ შე ჭკუათხელო ,რომ დაიმახსოვრო: არა ქამბექი, პლეიმეკერი. საყრდენი, ჰანდიკაპი და სხვა მაგისთანა სიბრძნეები, არამედ ქართული,ქართული. ერთხელ მაინც მოუსმინე ეროსის და კოტეს რეპორტაჟებს. სახლში არავინ არ გყავს ,რომ გითხრას რეებს ბოდიალობ??? შენისთანებზე ვიტყვიან: ვინ დაგსვა მანდო. როდემდე უნდა გაგრძელდეს ტელევიზიაში ეს უპატრონობა????. [
ფიგუ
17 აპრილი 2024 09:07
4
ეგეც ჩემი ოცნება ელ კლასიკოს ფინალზე, სულ ამ ბარსამ როგორ უნდა ჩაა..ას საქმეში..მაგათი იმედი აღარ მაქ!! ჰალა მადრიდ)))
მაიცა რა
17 აპრილი 2024 08:18
1
ჩემი პროგნოზი მართლდება, პსჟ ფინალში. ლიგაც მისია
დავით 67
17 აპრილი 2024 07:36
7
არაუხოს გაძევებამდეც,ბარსელონას ფეხბურთელებმა,რამდენჯერმე ,მიყოლებით,ისეთი შეცდომები დსუშვეს,რომ აშკარად იგრძნობოდა ეიფორია და კონცენტრაციის დაკარგვა.დაიჯერეს,რომ ადვილად დაამარცხებდნენ პსჟს.არაუხოს გაძევების შემდეგაც,აუტზე,ან ჯარიმაზე,სასწრაფოდ შეჰყავდათ ბურთი თამაშში,თამაშის დაწყნარების ნაცვლად.ჰო და,გოლის გაშვება მოასწრეს,პირველივე ტაიმში.ნახევარდაცვამაც პირწმინდად წააგო ცენტრი და წაგების გაფორმება,მხოლოდ დროის საკითხი იყო.ძალიან ახალგაზდული გუნდია,ასევე მწვრთნელიც.გამოცდილება არ ჰქონდათ.
სოსო
17 აპრილი 2024 07:26
0
არ გააბრაზოთ პსჟ.
123
17 აპრილი 2024 01:53
11

სიახლეები პოპულარული