ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "დორტმუნდი" ოთხჯერ ძელმა იხსნა და პარიზშიც გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ გასვლაზე პსჟ 1:0 დაამარცხა და 11 წლის შემდეგ ფინალში გავიდა.

სახლში 1:0 მოგების შემდეგ „ბორუსია“ დაცვაში არ ჩადგა. შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, სწრაფ ტემპში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მბაპეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ჰუმელსმა დაბლოკა, საპასუხო იერიშისას კი ადეიმის გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზაირ ემერიმ ორიოდ მეტრიდან კობელის კარის ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო ცოტა ხანში „დორტმუნდი“ თავურით ჰუმელსმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული, „პარი სენ ჟერმენი“ შტურმზე
გადავიდა და გერმანული გუნდი ისევ ძელმა იხსნა, ამჯერად მენდეშის დარტყმის შემდეგ. მერე მბაპეს კობელმა არ გაატანინა, მარკინიოსის თავურმა ვერ უწია მიზანს, მბაპემ და ვიტინიამ ბურთი ხარიხას გაარტყეს და მატჩი 0:1 დასრულდა.

მეორე ფინალისტი დღეს მადრიდში „რეალისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში გაირკვევა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 46 435
მაყურებელი
პსჟ - დორტმუნდი 0:1
გოლი: ჰუმელსი (50)

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "დორტმუნდმა" პსჟ-ს 1:0 მოუგო - "პარკ დე პრენსზე" ომი იქნება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
პსჟ ეტყობოდა ბარსელონასთან თამაშით რომ არაა საჩემპიონო გუნდი..მართ ლაც რომ არა არაუხო..აქამდეც ვერ მოვიდოდნენ..აი დორტმუნს კი ბრავო..მაინც მგონია რომ რეალი-ბაიერნს შორის გამარჯვებული წაიღებს თასს.
კიეზა
08 მაისი 2024 16:01
2
პსჟ-ს ჯგუფიდანაც არ ეკუთვნოდა გასვლა, მსაჯმა გაათრია, მილანი უნდა გასულიყო მის ნაცვლად.
შაკო
08 მაისი 2024 11:49
2
ძელი აცილებაა ესეიგი ოთხი აცილება უნდა დაემატოს სტატისტიკურ მონაცემებს თუ არსებობს მასეთი.კარში დარტყმათ ხომ არავინ ჩაგითვლით.
გიორგი
08 მაისი 2024 09:35
1
ბორუსია თავისი ტრენაჟორ footbonaut ით სასწაულ შედეგებს დებს ჰალანდი ,ბელინგემი მაგათი გამოშვებულია
ჟორა
08 მაისი 2024 09:10
0
ისტორია ატრიალებს და ამეორებს იმედია 2013 წლის ფინალი იქნება
კობა
08 მაისი 2024 08:47
1
არ იქნება, რეალი გავა.
Dima
08 მაისი 2024 11:40
4
ძალიან მომეწონა ედინ ტერზიჩის კომენტარები და ფსიქოლოგიური ჩარტყმები თამაშის წინ. პსჟ 10 წელია ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობსო ( ამდენი ფული და ვარსკვლავების ბალაგანი აქვთ) ანუ ***ები ხართო კიდე რო ვერ მოგიგიათო ზრდილობიანად შეახსენა.))
Stinger
08 მაისი 2024 07:29
1
მესი ვერ შეიფერეს ამ მძ... ის ბუკეტებმა ამათ
Fuck Paris
08 მაისი 2024 05:00
4
ასე იცის ერთი კაცის კაპრიზებზე აშენებულმა გუნდმა, ხომ გააღმერთეს და ზეცაში აიყვანეს მბაპე. იმ რეგვენმა არაბმა ფულის ტომარამ და პსჟ-ს ფანებმა ჯერ ნეიმარს დააკარგინეს პსჟ-ში თამაშის სურვილი, შემდეგ მესის უსტვენდნენ ყოველ თამაშზე (არ აპატიეს ფრანგებისთვის მსოფლიოს მოგება), ჰოდა ახლა ყავდეთ ვიტინიები, დემბელე და ვიღაც რამოსები (რომელმაც კარში დარტყმა არ იცის). მაგრად გამიხარდება თუ დორტმუნდი ლიგას მოიგებს, მარკო როისი და ასევე ჰუმელსი იმსახურებენ თასის აწევას...
MARADONA
08 მაისი 2024 03:43
0
რა ვქნა მევასება ეს "ანდერდოგები"... დორტმუნდმა შეიძლება წელსაც მოიგოს ჩ.ლ...
ზოგადად ეგეთი გამოუცნობი გუნდები ქმნიან ნამდვილ ფეხბურთს, ეგეთებია: დორტმუნდი, ჰამბურგი, ვალენსაიც, ნაპოლიც, ატლეტიკოც, ინგლისური გუნდების ნახევარი...
ზიზ
08 მაისი 2024 02:47
5
"ანდერდოგი" არა. ქართულად წერე. "წრუწუნია" უნდა ერქვას!
პარიზ დე გოლ
08 მაისი 2024 10:20
4
არაერთხელ მითქვამს ვინც ამ მბაპეს აპიარებს სახოლ ძმაო მაგარი კაცია. საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ისე გამოვყავს როგორც ტოპ ფეხბურთელი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 მაისი 2024 02:36
23
გუბერნია იქნები თუ კოლონია, ვილაეთი თუ აპარტეიდი - ერთი და იგივე ხარ!

იოცნებე ევროპაში შესვლა, ოღონდ შეხედე, რომ ჯერ თურქეთი დაგას ათწლეულებია და რიგის ნომერიც კი არ აქვს მინიჭებული.

დაელოდე, არ გადაასწრო - უხერხულია
ელჯიბიტი
08 მაისი 2024 07:50
9
და კვარაცხელიას ვინც ლანძღავსკვარაცხელოვს ეძახის ის კაცია ხო შენი ***
Me5 e Kolona
08 მაისი 2024 07:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული