ოფიციალურად: "ბოლონია" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
"ბოლონია" და "იუვენტუსი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

გუშინ, 12 მაისს, სერია A-ს 36-ე ტურში, "რომა" "ატალანტასთან" 1:2 დამარცხდა.

დედაქალაქელების მარცხის შემდეგ კი "ბოლონიამ" და "იუვენტუსმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა გაინაღდეს.

ამრიგად, "ბოლონია" ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. "წითელ-ლურჯები" 1964 წელს ევროპის თასზე ასპარეზობდა, მას შემდეგ კი გუნდი ევროტურნირებზე აღარ გასულა.

"იუვენტუსი" და "ბოლონია" 67-67 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ და მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.

თავის მხრივ, "იუვენტუსმა" გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის
გამო "ბიანკონერი" ევროტურნირებიდან მოკვეთეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული