ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბაიერნმა"კიმ მინ ჯეს გოლით პსჟ-ს სძლია - "სიტიმ" 3:0-დან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, პირველ სათამაშო დღეს კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა.

„ბაიერნმა“ კიმ მინ ჯეს გოლით საკუთარ მოედანზე პსჟ 1:0 დაამარცხა, რომელიც დემბელეს გაძევების გამო 57-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. კორეელმა მიუნხენურ გუნდში პირველად გაიტანა. „რეკორდმაისტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 შეხვედრა საერთო ანგრიშით 18:0 მოიგო.

„ბარსელონამ“ სახლში „ბრესტს“ დამაჯერებლად, 3:0 სძლია. ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში კლუბსა და პოლონეთის ნაკრებში 23 დაპირისპირებაში 23 გოლია.

„მანჩესტერ სიტი“ 3:0-ს ამარცხებდა „ფეიენოორდს“, მაგრ
ამ როტერდამელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს. „სიტი“ ამ თვეში გამარჯვების გარეშეა - 5 მარცხი და 1 ფრე.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“

ბარსელონა - ბრესტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10, პენ), 2:0 ოლმო (66), 3:0 ლევანდოვსკი (90+2)

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ზალცბურგი 5:0
გოლები: 1:0 ვირტცი (8, პენ), 2:0 გრიმალდო (11), 3:0 ვირტცი (30), 4:0 შიკი 61), 5:0 გარსია (72)

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - პსჟ 1:0
გოლი: კიმ მინ ჯე (38)
გაძევება: დემბელე (57, პსჟ)

მილანი. „სან სირო“

ინტერი - ლაიფციგი 1:0
გოლი: ლუკება (27, საკ. კარში)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - ფეიენოორდი 3:3
გოლები: 1:0 ჰოლანი (44, პენ)), 2:0 გიუნდოგანი (50), 3:0 ჰოლანი (53), 3:1 ჰაჯი მუსა 75), 3:2 ხიმენესი (82), 3:3 განცკო (89)

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - არსენალი 1:5
გოლები: 0:1 მარტინელი (7), 0:2 ჰავერტცი (22), 0:3 გაბრიელი (45+1), 1:3 ინასიუ (47), 1:4 საკა (65, პენ), 1:5 ტროსარდი (82)

ბერნი. „ვანკდორფი“

იანგ ბოიზი - ატალანტა 1:6
გოლები: 0:1 რეტეგი (9), 1:1 განვილა (11), 1:2 დე კეტელარე(28), 1:3 კოლაშინაცი (31), 1:4 რეტეგი (39), 1:5 დე კატელარე (56), 1:6 სამარჯიჩი (90)

altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: კაშიას კარგი მატჩი "მილანთან" და "სლოვანის" დასანანი მარცხი
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაროჩე რა ბანძია ეს ახალი ფორმატი ნახევარზე მეტი გუნდები არის ნაგავზე ამოქექილი
არ გვინდა ახალი ფორმატი
12:59 27-11-2024
0
ეს გვარდიოლაზე უფრო წარმატებული ხალხი რამდენი გვყოლია ამ ქვეყანაში და როგორ ვერ ვიყენებთ,, 1,15 კუშებზე მონადირე ხალხი რო დგახართ და რამისაა გვარდიოლას დააბრალოთ სირები რო ხართ წადით ბიძია სხვა საქმით იშოვეთ ფული,,თითქმის ყველა თამაში ლოგიკური ანგარიშით დამთავრდა და თუ შენ ვერ გამოიცანი გვარდიოლას აბრალე ეხლა კაცს რომელიც სადაც დანიშნეს ყველგან ტიტულები და ოქროს ბურთები მოიტანა,,რო ხედავ არაა ფორმაში გუნდი რაღას წერ? და თუ წერ ტვინს ნუღა ტყნავ შენი უზრდელობით
gel-100
12:50 27-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული