"შტურმი" გასვლაზე "ატალანტასთან" 0:5 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ოთარ კიტეიშვილმა 90+1-ე წუთამდე ითამაშა. გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს, პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა და ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს, სახლში "ლაიფციგთან" ჩაატარებს.
გასპერინის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამ მომენტისთვის 14 ქულით მესამე ადგილზეა.
„მონაკომ“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგო.
ბერგამო. "ატლეტი აძური დ'იტალია"
ატალანტა - შტურმი 5:0
გოლები: 1:0 რეტეგი (12), 2:0 პაშალიჩი (58), 3:0 დე კეტელარე (63), 4:0 ლუკმანი
(90), 5:0 ბრეშიანინი (90+5)
მონაკო. "ლუი II"
მონაკო - ასტონ ვილა 1:0
გოლი: სინგო (8)