ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტური ექვსი მატჩით დასრულდა.

„რეალმა“ სახლში 5:1 გაანადგურა „ზალცბურგი“ და ყველა ტურნირზე ბოლო 9 შეხვედრაში 8 გამარჯვება მოიპოვა - მხოლოდ „ბარსელონასთან“ წააგო.

„ბაიერნი“ სტუმრად 0:3 დამარცხდა „ფეიენოორდთან“ და 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად განიცადა სამი მარცხი, მათ შორის ორი დიდი ანგარიშით.

ორივე მილანურმა გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა - „მილანმა“ „ჟირონას“ სძლია, „ინტერმა“ კი „სპარტას“. „როსენერიმ“ სტარტზე ორი წაგების შემდეგ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში იმარჯვა.

„არსენალმა“ ზაგრების „დინამო“ დაჯაბნა (3:0), ხოლო „სელტიკმა“ „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა.

მადრიდი. „სანტიაგო
ბერნაბეუ“

რეალი - ზალცბურგი 5:1
გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 როდრიგო (34), 3:0 მბაპე (48), 4:0 ვინისიუსი (55), 5:0 ვინისიუსი (77), 5:1 ბიდსტრუპი (85)

როტერდამი. „დე კუიპი“
ფეიენოორდი - ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 ხიმენესი (21), 2:0 ხიმენესი (45+9, პენ), 3:0 უადა (89)

გლაზგო. „სელტიკ პარკი“
სელტიკი - იანგ ბოიზი 1:0
გოლი: ბენიტო (86, საკ. კარში)
გაძევება: მაედა (89, სელტიკი)
გამოუყენებელი პენალტი: ენგელსი (41, სელტიკი)

მილანი. „სან სირო“

მილანი - ჟირონა 1:0
გოლი: ლეაო (37)

პრაღა. „ეპეტ არენა“
სპარტა - ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (12)

ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - დინამო (ზ) 3:0
გოლები: 1:0 რაისი (2), 2:0 ჰავერტცი (66), 3:0 ედეგორი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული