ხვიჩა ისევ "ბარსელონას" ან "ლივერპულის" წინააღმდეგ... - ლიგის პლეი-ოფების მონახაზი წილისყრამდე

AutoSharing Option
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი სასიხარულო იყო, სახეზე გვაქვს - ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და მინიმუმ მერვედფინალში თამაში არ უნდა გაუჭირდეს.

კვარაცხელიას გუნდმა ლიგის ფაზის ეტაპი მე-15 ადგილზე დაასრულა, წესების თანახმად კი 31 იანვარს (15:00 სთ) წილისყრაზე ის უნდა გაირკვეს, 1/16 ფინალში პარიზელები და მე-16 ადგილზე გასული "ბენფიკა" მე-17 და მე-18 ადგილზე გასულ ფრანგულ კლუბებს, "მონაკოსა" და "ბრესტს" როგორ გადაინაწილებენ.

პსჟ-ს გზა

Sportall.Ge

ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს 1/8 ფინალში ველით(წილისყრა 21 თებერვალს), სადაც მათი მეტოქე
"ბარსელონა" ან "ლივერპული" იქნება.

პსჟ განთესილია და 1/16 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო მოედნის უპირატესობა ექნება - 11 ან 12 თებერვალს სტუმრად, ერთი კვირის შემდეგ კი შინ ითამაშებს.

ხვიჩა "ბარსელონას" წინააღმდეგ

Sportall.Ge

1/16 ფინალში გამოვარჩევთ "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას მადრიდის "რეალთან" ან "ბაიერნთან" და "მილანისა" და "იუვენტუსის" შესაძლო შეხვედრებს. აღსანიშნავია ფრანგული "ლილის" პირდაპირ რვა საუკეთესო გუნდსა და მერვედფინალში მოხვედრა.

შეგახსენებთ, გასულ ორ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ასპარეზობას ჯერ "მილანმა", შემდეგ კი "ბარსელონამ" გამოთიშა("ლივერპულთან" კარგი გამოცდილება ჯგუფურ ეტაპზე აქვს). "კვარას" პარიზელებთან ერთად ახლა უფრო შორს ველით!..

altპსჟ-მა "შტუტგარტი" გაანადგურა - ხვიჩა პლეი-ოფში ითამაშებს

altჩემპიონთა ლიგა. VIII ტური: ყველა მერვედფინალოსანი და პლეი-ოფის მონაწილე გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენ რომ კვარას მეოთხედფინალზე უფრო შორს ველით,გასაგებია,მაგრამ 1/16 ფინალშიც ძალიან მძიმე ბრძოლა მოუწევს და მერე ბარსელონა,ან ლივერპული!-როგორი საქმეა?!ბარსელონა და პსჟ,ძალიან ჰგვანან ერთმანეთს,სათამაშო,სუპერ შემტევი სტილით სტილით და ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული,აი ლივერპული კი,თავისი დაბალანსებული შემადგენლობით და თამაშით,ტურნირის მთავარ ფავორიტიც მგონია.ძალიან მაგარი თამაშები გველის,ეს ნაღდია და იქ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.პსჟმ ბოლო ორი სალიგო თამაში ისე ჩაატარა,რომ მისი შემტევებდან რომელიმეს ამოგდება და კვარას ჩასმა,ჩვენი სურვილის მიუხედავად,ძნელი წარმოსადგენია,აი თუ მერვედფინალში გავიდნენ,იქ კი,კვარაც უკვე შეჩვეული იქნება კლუბს და მწვრთნელმა, შესაძლოა საიდუმლო იარაღის სახითაც გამოიყენოს.
სოსო
11:22 30-01-2025
4
ხვიჩას ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლია განსხვავების შექმნა. ახალ გუნდში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც უნივერსალი ჩამოყალიბდება, რისი რესურსიც მას რეალურად აქვს.
ნუგზარი
14:29 30-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული