ხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მაგრად ითამაშა, ლამაზად და შემართებით. ორ საკითხზე უფრო მეტად დავფიქრდით, ვიდრე წინა წლებში. ერთი ისაა, თუ რა აკლდება პსჟს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის, მეორე კი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების უაზრო წესს ეხება, რისი შეცვლაც მალეა დაგეგმილი...

ყველაზე ცოტა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ იცოდა, შიდა ასპარეზზე სადარდებელი არაფერი ჰქონდა, საერთაშორისო დონეზე კი მერვედფინალში დიდი მატჩი ელოდა. თეორიულად, ესპანელი სპეციალისტი აქამდე სწორად დაგეგმილად მივიდა, ფეხბურთელების ძალები გადაანაწილა, შეტევაში პოზიციების ცვლაზე აქცენტით კი "ლივერპულს" მეტი საფიქრალი დაუტოვა. ამას
ეფექტიც მოჰყვა, არავინ იცოდა, რომელი ფეხბურთელი საიდან რას შექმნიდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი უარყოფითია.

მაშ, რა აკლდა პსჟს? ერთ-ერთი პირველი ალბათ თავდაჯერება იყო, რაც იმის განცდაში გამოიხატებოდა, მასპინძელი გუნდი დროს ვერ აკონტროლებდა, ფიქრობდა, რომ ყოველი წამი მეოთხედფინალს აშორებდა. ამ დროს რა "იკითხებოდა" მეორე მხარეს? - მერე რა, რომ გვიტევენ, უპირატესობა აქვთ, ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო გამოცდილი გუნდი, "ოქროს შეცვლით", მეკარით, რომელიც დღეს უბრალოდ გოლს არ გაუშვებს... ესაა ზუსტად ის გამოცდილება, რაც "ლივერპულს" სხვაზე ჭარბად აქვს, აი, მადრიდის „რეალს“ კი მათზე მეტად, რაშიც არაერთხელ თავადაც დარწმუნდნენ.

ამჯერად ალისონმა იფრინა...

Sportall.Ge

გამოდის, "ახალი" გუნდები ტრადიციულ ტურნირს ვერ მოიგებენ? ლონდონის "ჩელსისა" თუ "მანჩესტერ სიტის" მაგალითები სხვაა. ეს თასი "პორტუსაც" აღუმართავს. მოიგებენ... მას შემდეგ, რაც თავიანთ არსენალში პრაგმატიზმს გააძლიერებენ, მაქსიმალურად გამოიყენებენ საგოლე შანსებს, დაცვაში კი ერთი წამითაც არ მოდუნდებიან. შემთხვევითი არც ისაა, ამ დონის გუნდების მეკარეები რომ "დაფრინავენ" ხოლმე (პარალელურად ბარსელონას მეკარე შჩესნიც ასე იყო) ეგეც თითქოს უკვე ნანახია, ერთი უტევდა, მეორემ გაიმარჯვა...

ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ჯერ კიდევ, განმეორებითი მატჩის პრიზმაში, დიდი მნიშვნელობა ექნება. როცა იცი, აუცილებლად მოსაგები გაქვს. ლივერპულელებს კონტრშეტევა მაგრად შეუძლიათ და საკუთარი მოედნის ფაქტორის მიუხედავად, იქნებ მაქსიმალურად ზემოთ აწეული პარიზელებიას დასჯა ასე სცადონ. ენრიკეს შემადგენლობა კი გამოკვეთილი ჰყავს, თუმცა მისი რევიზია მოუწევს. დროის მენეჯმენტი ახლაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად ის, სასტარტოში 4 შემტევი იყოს, თავიდანვე ამის გაკეთება მოწინააღმდეგის შანსებს ხომ არ გაზრდის ისე, მერე გამოსწორებაც გაჭირდეს. ეს საკითხები სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. ასევე, შესაძლოა, სამ ცენტრალურ მცველს იმ იმედით დაეყრდნონ, ფლანგებს შეტევაში ჩართვისა და უპირატესობის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ამ ლივერპულელებს კონტრშეტევებთან გასამკლავებლად ეს საქმე რამდენად გამოდგება?!

ჩვენთვისაც რთულია, ახლა ლიგა 1-ის მორიგ ტურზე გადავერთოთ, ვიცით რომ იქ პსჟ "მეფეა", მთავარი და რთული გამოწვევები ისევ "ლივერპულთან“ დაპირისპირებას უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც რა ძნელია, როცა ასეთ გოლს "მოგპარავენ", სადაც შენი ფეხის ნაწილით არანაირი უპირატესობა არ მიგიღია... ამ მოცემულობისა და ემოციებისთვის "კვარა" ჩვენგან მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!..

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

altკვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
დავით 67-ს

ვარი კი არ დაგვეხმარა, თავის საქმე გააკეთა. რატო აიმიჟეთ ვიღაცეებმა რომ ვარი როდისმე დაეხმარა ჩვენ ნაკრებს? საქართველოს ნაკრებს იქით გვაქს ვართან სადავო. ბოლომდე ვერ გაართვა თავი და ავტორიტეტების სასარგებლოდ ჩათვალა გოლი, რომელიც ვარის გარეშეც არ ჩაითვლებოდა. ესპანელების პირველ გოლზე მაქვს საუბარი. აშკარად ჩანდა თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელი როგორ ეფარებოდა ბურთს და მამარდას შორის.
G.LA
20:45 06-03-2025
0
არადა აქამდე, ეს ინგლისის თუნდაც ჩვენებური გულშემატკივარი მაგრად იქადნებოდა: ამას ვიზამთ და იმას, ერთი სიტყვით გადავუვლითო ფრანგებს. როგორც ჩანს, გარკვეული კრიზისი ინგლისურ ფეხბურთსაც წამოეწია. ტრადიციული გუნდები ვეღარ აჩვენებენ მათთვის შესაფერის ფეხბურთს. ის რაც გუშინ ვიხილეთ, ეს თუ არის ინგლისური ფეხბურთის მწვერვალი, რბილად რომ ვთქვათ არც ისე გრანდიოზულად გამოიყურება, როგორც მიაწერენ ხოლმე. პსჟ-ს რაც შეეხება, მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა და გულშემატკივარიც კმაყოფილი უნდა იყოს სანახაობით. შედეგი ვერაა სახარბიელო, მაგრამ ეს ფეხბურთია და არც ისე ხშირად, მაგრამ ვითარდება ხოლმე მსგავსი სცენარი. ალისონი თავად ამბობს, რომ კარიერის მატჩი ჰქონდა და ფეხბურთში მეკარე, შედეგის მხრივ მოგეხსენებათ, ერთერთი განმსაზღვრელი პოზიციაა. ის კი არა და ჩვენს ერთერთ სუსტ ნაკრებსაც კი დაუმარცხებია ესპანეთის ისტორიული ნაკრები. ფეხბურთი, ლოგიკა და შედეგი რაიმე კანონზომიერებასთან მაინცდამაინც არ ძმაკაცობენ. ეს ზოგჯერ მტკივნეულია, მაგრამ ცხოვრებაც ხომ თითქმის ამდაგვარადაა მოწყობილი. ამითაც არის ეს სპორტი ამდენად დიდებული, რომ მრავალმხრივი განცდების გამოწვევა შეუძლია. შემდეგ ეტაპზე გასვლის თვალსაზრისით ერთი ბურთი იქით-აქეთ ვერ იქნება ამ წყვილში განმსაზღვრელი. ხომ გვახსოვს, ამ მხრივ 4 გოლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მსგავს დაპირისპირებაში (ბარსელონა 6-1). ასე რომ ამ ჯახიდან ჯერ ყველაფერი არ გვიგემია. დესერტი წესით ლივერპულში უნდა მივიღოთ. ისე კაცმა რომ თქვას, კარიერის მატჩები მიყოლებით არ მეორდება. პსჟ-ს ამ თამაშით აუცილებლად ექნება თავისი შანსები, გნებავთ მეოთხედფინალისთვის საკმარისიც კი. ვინ თქვა რომ ეს ადვილი იქნება? ყველაფერთან ერთად ამ საქმეს დიდი,ლამისაა ფოლადის კვერცხები სჭირდება. ჩვენ ბიჭში ამ მხრივ ყველაფერი შესაბამისობაშია, მიკერძოება რომ არ დამაბრალოთ, ხვიჩას 2 წლის წინანდელი თითქმის ამავე ლივერპულთან მატჩის გახსენება იკმარებს. დანარჩენებს რაც შეეხება, როგორც ნათქვამია: აღდგომა და ხვალეო. ენრიკეს ჩვენგან არ ესწავლება, მაგრამ ვისურვებდით რომ მეტად ენდოს კვარას. რატომღაც მგონია, რომ მხოლოდ ის არის კაცი,რომელიც მოიტანს პარიზელებისთვის ნანატრ შედეგს, მასზე თამაშის აწყობის შემთხვევაში. ამაზე რომ არ შემომესიონ ზოგიერთნი, არ ვარ მთლად უმცირესობაში, ამ საქმეში უცხოელი "ბობოლები"-ს ჩათვლით.
ამატაკი
20:33 06-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული