პსჟს "ლივერპულის" ხმაურიანი ქომაგების დამწუხრების იმედი აქვს - შთამბეჭდავი "კვარას" საფრთხე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი გოლი არ ჩაითვალა, სხვა დარტყმულები კი მეკარე ალისონმა არ გაუშვა - ესაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის მოკლე ანალიზი. პსჟ "ლივერპულთან" ახლა სტუმრად, ლეგენდარულ "ენფილდზე" (61 276) ითამაშებს და ეცდება, შინ (0:1) დამარცხება დაძლიოს.

ჩემპიონთა ლიგის 2001/02 წლების სეზონის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" მომავალ ფინალისტს, კლაუს ტოპმიოლერის "ლევერკუზენს", სწორედ 1:0 მოუგო, განმეორებით მატჩში კი 2:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, თუკი "წითლები" საწყის დაპირისპირებაში იგებენ, შემდეგ ეტაპზეც გადიან.

ნუნიესი და სალაჰი კარგ ხასიათზე
არიან


Sportall.Ge

პრემიელიგის 28-ე ტურში "ენფილდზე" აუტსაიდერი "საუთჰემპტონი" იგებდა, ნუნიესის გოლითა და სალაჰის ორი პენალტით კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. "ეგვიპტელი ფარაონი" საკუთარი მიღწევების გაუმჯობესებას აგრძელებს.

პარიზელებს წინა სეზონის მეოთხედფინალის გახსენება შეუძლიათ, როცა "ბარსელონასთან" შინ წააგეს, სტუმრად დამაჯერებლად მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(შეგახსენებთ, ნახევარფინალში დორტმუნდთან ორჯერ დამარცხდნენ).

უსმან დემბელე საფრანგეთის ჩემპიონატში კაშკაშებს, უკვე 20 გოლი გაიტანა. საინტერესოა, ლუის ენრიკე ტაქტიკას რამდენად შეცვლის და სასტარტოში გამოკვეთილ ფორვარდ რამოშს თუ ვიხილავთ. ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რენში შთამბეჭდავი იყო, მარცხნივ დაბრუნდება, ბრედლი ბარკოლა კი მეორე ტაიმში ითამაშებს.

"კვარა" შთამბეჭდავი იყო...

Sportall.Ge

ისე კი, პირველ დაპირისპირებაში, "კვარამ" მარჯვნივ რაღაც ახალი და გარკვეულწილად, მოულოდნელი შექმნა. ბოლო ტურში ხვიჩა როგორც დაცვაში, ასევე იერეშიებში ძალიან კარგი იყო და კვლავ სახიფათოს ველით. კარგ ფორმაშია დეზირე დუე, თუმცა მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა რუიზის ან ნევეშის სათადარიგოთა შორის ყოფნას ნიშნავს, რაც შუა ხაზს უფრო შემტევსა და რისკიანს გახდის.

მასპინძელი კოდი გაკპო კვლავ ტრავმირებულია, სასტარტოში კი პარიზული შეხვედრის გმირს, ელიოტს ელიან, რომელიც სობოსლაის ადგილს "ათიანზე" დაიკავებს, ჟოტას კი ნუნიესი შეცვლის.

პსჟს იმედი აქვს, "ლივერპულის" ხმაურიან ქომაგებს დაამწუხრებს, წინ საინტერესო ბრძოლა გველის!..

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - მაკ ალისტერი, გრავენბერხი - სალაჰი, ელიოტი, დიასი - ნუნიესი;

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუიზი (ან დუე) - დემბელე, ბარკოლა (ან რამოში), კვარაცხელია.

მთავარი არბიტრი რუმინელი კოვაჩი იქნება, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი განსაჯა, სადაც მილანელთა სასარგებლოდ შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე (1:0 მოიგეს) გავლენა მოახდინა.

altLe Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
რამოშზე უკეთესი ფორვარდი, რო არ ყავს გუნდს და დემბელე ლიდერია გუნდის, მაგ გუნდის გასვლა ლივერპულთან რატომ გჯერათ, დაუშვადა გაცდა ლივერპულს, ლიგის მოგება როგორ გჯერათ საინტერესოა, დემბელეა ლიგა 1 გუნდებთან ძლიერი, რამოშს ყველა თამაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს, ჩემი აზრით ენრიკემ დემბელე უნდა დასვას სკამზე თუ უნდა გასვლა, მთელი გუნდი მაგაზე თამაშობს და მაინც ბევრს მაზავს, ხვიჩას რა პასი გაუფუჭა ბოლოს, ეგეთ შანს ერთს თუ მოგცემს ლივერპული, ვერ გაუტან და მორჩა, ალისონმა 2 ან 3 ბურთის გარდა, ყველა ასაღები, რო იყო ისეთი ბურთები აიღო
გოგა
21:38 10-03-2025
5
ძალიან ცუდ დროს მოუწია ეს თამაში,კვირის ბოლოს ფინალი გვაქვს და სულ ცალ ფეხზე მკიდია პსჟსთან თამაში. არანაირი ინტერესი არ გამაჩნია ამ თამაშის მიმართ,არც რაიმე გამორჩეული მეტოქე გვყავს და ალბათ ამიტომაც მაქვს ეგეთი დამოკიდებულება. რეალი ან ბავარია რო იყოს,კიდევ მესმის ნერვიულობა და მუღამი,მარა პსჟ? თითქმის განაღდებული გვაქვს პრემიერლიგა და ფინალიც კარზე მოგვადგა. სეზონის დასაწყისში,ვინმეს არჩევანი რო შემოეთავაზებინა,პრემირლიგას ავირჩევდი რაღა თქმა უნდა და თან მწვრთნელი ცვლილების მერე დიდი მოლოდინები არ იყო ამის.დღეს სიტუაცია ისე დაჯდა რო ორი ტიტულის მოგების შანსი გაქვს ამ კვირაშივე,ხოდა რაის პსჟ ან ჩემპიონთა ლიგა. ჯერ ისედაც არ მომწონს ლიგის ეს ფორმატი,მერე 8 თამაშიდან ხუთში პირველივე თამაშში გაირკვა გამსვლელის ვინაობა,ხოდა ეს არის ტურნირი? ჯერ ის ხო ვერ დავამუღამე,პირველი ადგილოსანი რატომ ხვდება 15 ადგილოსანს და მერე ის,რა აზრი ქონდა თამაშების დამატებას. ძველი ფორმატი მომწონდა,უფრო თამაშების შემცირებისკენ მინდოდა წასულიყვნენ და ამათ დაამატეს კიდევ. ამიტომაც,არ ვიცი სლოტი რანაირად თამაშობს ფლეიოფებს ლივერპულში,პირველია და ვნახოთ. ფეინოორდიდან ვიცი რო ფინალს უწია ევროპალიგის და ლივერპულში ვნახოთ რას იზავს. რაც არ უნდა იყოს,ამ კაცმა ისტორია დაწერა,პირველივე სეზონში ეპლი დადო და სულ მკიდია ლიგა. თან ყველაზე სასიამოვნო ის არის რო იუნაიტედს გავუთანაბრდებით და აღარ იქნება კითხვები,ვინ არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისში. აქამდეც ლივერპული იყო,თუმცა ჩემპიონატის მეტი მოგებით იბრიქებოდნენ ეშმაკები,ხოდა ეგ მოვუკალით და ეს არის ის რაც ყველა ლივერპულის ქომაგს სურდა. ლიგა 6ჯერ გვაქვს მოგებული,თუ იქნება მეშვიდე,იყოს და მოიგონ,უარს არავინ ამბობს,თუმცა დიდი მნიშვნელი არ აქვს. ამ მომენტისთვის ინგლისის ლიგის თასი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე პსჟთან თამაში. იქ ფინალია და ხვალინდელი თამაშით მხოლოდ 1/4 ფინალში გავდივართ,თან ასტონვილას ვეჯახებით და მეღადავებით,პრემიერლიგაა ბლიად. ამას ქვია მაგარი ფორმატი და მაყურებლის უფრო მოზიდვა? მეტი არ იქნას ვინმე მოეზიდა ამ ტურნირს,ვინც ყავდათ იმასაც დაკარგავენ. მაგალითისთვის,ფულს არ ვიხდი იმის გამო რო ეს ტურნირი ვუყურო,არც ლალიგას ან ლიგა ერთს ვიყიდი,ხოდა პირატულ საიტებზე მაყურებელი ხალხით რაის მოგებას ზრდიან. აბა,ჯემალა და მაყვალა ფულს არ გადაიხდის,როცა პირატულ საიტებზე უყურებს ან უფასო სილქზე. მოკლედ,ბანძი ტურნირია წლევანდელი ლიგა,მიუხედავად იმისა რო ლივერპულმა ილიდერა ჯგუფში,რომელიც არ დაუფადა და 15 ადგილი ერგო,რანაირად გაუგებარია,თუმცა ადრე იყო,პირველი ადგილი ჯილდოს იღებდა კარგი გამოსვლისთვის,ხოლო ახლა,რატომ უნდა ითამაშონ გუნდებმა კარგად,რა სტიმული აქვთ? მოაგროვებენ 12 ქულას და ეგ არის,დანარჩენს იტილავებენ. ადრე ვიღაცამ მითხრა,რა უეფას ბრალია თუ სიტიმ ან რეალმა ცუდად ითამაშაო,ხოდა რა შუაშია ეს გუნდები,პირველი არ უნდა ხვდებოდეს 15 ადგილოსანს. პირველი უნდა ხვდებოდეს 24 ადგილოსანს,თუ გნებავთ რეალი იყო და თუ გნებავთ მსოფლიო ნაკრები. ან ამავე პრინციპით,21-24 ადგილებში ჩატარებული ფლეიოფის გამარჯვებული მაინც უნდა ყოფილიყო პირველი და მეორე გუნდების მეტოქე,რა შუაში 15 ადგილი ან 18? აი,ამიტომ არის უაზრობა და მაიმუნობა. წარმატებები ლივერპულს ეპლში და ლიგის თასის ფინალში. ის კი უცნაურია,ეს ქართველები რას ასველებთ და რა მოუსვენრობა გჭირთ არაბების გუნდის გამო,აგერ სირიაში ქრისტიანები გაწყვიტეს არაბებმა თუ რაც არიან,ხოდა თქვენ ვის ქომაგობთ? ხვიჩამ თვითონ გაყიდა სული არაბებზე და თქვენ რა განერვიულებთ?
იასონას უდარი
19:06 10-03-2025
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული