"რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდებით" - ჰანსი ფლიკი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბენფიკას" (3:1) დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გერმანელის თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდება.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჯერ მეოთხედფინალზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დიახ, ამის გაკეთება ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "დორტმუნდსა" და "ლილს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დღევანდელი ბარსელონა,თითქმის ბავშვი სუპერტალანტების საკრებულოა და რა თქმა უნდა შეუძლიათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება.თუმცა არის ერთი თუმცა.შემადგენლობის სუპერ ახალგაზრდობა ღირსებასთან ერთად,არასტაბილურობასაც გულისხმობს და ვხედავთ,რა ხშირად ხდება მოწყვლადი,მათი დაცვის ხაზი.მეორე მხრივ,ამ ბიჭების მეტ ნაწილს,ევროპის ჩემპიონობა უკვე მოგებული აქვთ.მათ თამაშს რომ უყურებ,თითქოს შეუძლებელი ჩანს,როგორ უნდა შეაჩერო მათი შეტევა.ზუსტად ასეთივე შთაბეჭდილება რჩება,რეალის ყურებისას,სრულ სიმძლავრეს რომ ჩართავს და პსჟს შეტევის ყურებისას.ბავარია მაინც უფრო კლასიკური გუნდია,თუმცა ისიც შეტევაზე ორიენტირებული და ხედავთ,ყველა ფავორიტი,სუპერ შემტევი სტილის გუნდებია.ინტერიც კი,უფრო დაბალანსებული,მაგრამ შემტევი გუნდია.გამოდის,რომ ევროპული ფეხბურთი,შემტევი გახდა?!ჰო და ძალიანაც მიხარია!უკვე რამდენი სუპერ მატჩი ვნახეთ,უამრავი გოლით და მომენტით.
სოსო
18:12 12-03-2025
1
ძაან დამენანა ლივერპული, რადგანაც მაგათ ვქომაგობდი, პსეჟე მაინც გამოვარდება.
უფროსი ნაჩალნიკი
18:21 12-03-2025
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული