"ალავესის" მწვრთნელი ლუის სუბელდია გადააყენეს

AutoSharing Option
"ალავესი" ლა ლიგას მე-4 ტურშიც დამარცხდა, ამჯერად სახლში "ვილიარეალთან" (0:3), უქულოდაა, გოლი არ გაუტანია, შვიდი ბურთი გაუშვა, ბოლო ადგილზეა და მისი 36 წლის არგენტინელი დამრიგებელი ლუის სუბელდია მოხსნეს.

გუნდს დროებით ხავიერ კაბელო გაწვრთნის. ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ მალე "ალავესის" თავკაცად "მიდლსბროს" ყოფილი მენეჯერი აიტორ კარანკა დაინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული