"რეალი": დანი კარვახალი მეცხრე ცაზე და... შარში

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ დანიელ კარვახალმა მადრიდის "რეალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 25 წლის მარჯვენა მცველი 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება "სამეფო კლუბში". ცერემონიალს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრო. ძველ ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს გასდიოდა.

კარვახალი "რეალის" აღზრდილია. მას "ლევერკუზენში" უთამაშია, ხოლო 2013 წელს მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და პირველ გუნდში 167 ოფიციალური მატჩი გამართა (4 გოლი და 26 საგოლე პასი).

"რეალი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. ასე რომ, ახალი კონტრაქტი კლუბთან ჩემთვის ოცნების მორიგი ასრულებაა. დღეს კიდევ ერთი ბრწყინვალე დღეა
ჩემს ცხოვრებაში. "რეალი" ჩემი ოჯახია და მასთან ერთად ყველა ტიტულის მოგება მსურს. აქედან წასვლა საერთოდ არ მინდა. ასეც რომ არ იყოს, ახალ კონტრაქტში ჩემი გამოსყიდვისთვის ისეთი თანხაა ჩაწერილი, რომ დედამიწაზე ვერავინ გადაიხდის", - განაცხადა კარვახალმა.

დღის გმირი შარში გაეხვია - მე-3 ტურის მატჩში "ლევანტეს" წინააღმდეგ კარვახალმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველ ხეფერსონ ლერმას "მაიმუნი" უწოდა.

ასე რომ, მას რასისტობა ბრალდება, თუ "ფუტბოლ ესპანიას" დავუჯერებთ. იმ ეპიზოდში მსაჯმა "რეალის" მცველი უხეშობისთვის გააფრთხილა, მაგრამ მისი ეს სიტყვები მოწინააღმდეგის მიმართ ვერ გაიგონა. ლა ლიგის ხელმძღვანელობა ინციდენტის გამოძიებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული