ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ 21 წლის ვარსკვლავი "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრესკონფერენციას გამართავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინა კონტრაქტი 2020 წლამდე მოქმედებდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ასენსიოს გამოსყიდვის მსურველ კლუბს 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამ სეზონში ასენსიომ ათჯერ ჩაიცვა "რეალის" მაისურა, გაიტანა 4 გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"