ლა ლიგა. VII ტური: "სევილიამ" "ატლეტიკოს" გადაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს ლა ლიგაში ოთხი მატჩი გაიმართა და ამათგან ორში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

დღე "დეპორტივო" "ხეტაფეს" დაპირისპირებით გაიხსნა და მასპინძლებმა სამი ქულის მოპოვება მოახერხეს. პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ხოლო მეორე ტაიმის 54-ე წუთზე სტუმრები ამას დიედუმ დააწინაურა. 66-ე წუთზე ლუკას პერესმა გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ფლორინ ანდონემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებმა სამი ქულა მოიპოვეს.



"სევილია" "მალაგასთან" ფავორიტი იყო და გამარჯვებაც არ გასჭირვებია. მშვიდი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში ანგარიში პენალტით ევერ ბანეგამ გახსნა და ორიოდე წუთში ლუის მურიელმა
ორამდე გაზარდა ანგარიში. ამ გამარჯვებით "სევილია" მე-2 ადგილზე გადავიდა და "ატლეტიკოს" გააასწრო.



"ლევანტე" საკუთარ სტადიონზე ლიგის აუტსაიდერ "ალავესთან" მოულოდნელად დამარცხდა 0:2. ანგარიში 33-ე მუნირ ელ ჰადადიმ გახსნა და 81-ე წუთზე ალვარო მედრანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს "ალავესისთვის" პირველი ქულები იყო ლა ლიგაში და მე-19 ადგილზე გადაინაცვლა.



დღის მთავარი მოულოდნელობა "ლეგანესის" "ატლეტიკოსთან" ფრე 0:0 იყო. "ატლეტიკომ" ბურთის ფლობის მიუხედავად, "ლეგანესის" დაცვა ვერ გატეხა და მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ შეძლეს კარში დარტყმა. საბოლოო ჯამში ლა ლიგაში მადრიდელებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული