სერხიო რამოსი: პირველმა გოლმა საქმე გაგვიიოლა

AutoSharing Option
პრიმერას მე-11 ტურში "ლას პალმასის" დამარცხების მერე (3:0), მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა შემდეგი განაცხადა:

"ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ახლა ჩემპიონატზე პაუზაა, შემდეგ კი მადრიდული დერბი გველის. ასე რომ, გვინდოდა გულშემატკივრები გაგვეხარებინა. თანდათან უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და სასურველ ფორმაში ჩავდგეთ, ისეთში, სეზონის დასაწყისში რომ ვიყავით.

თავიდანვე მაგრად შევუტიეთ და პირველმა გოლმა საქმე გაგვიიოლა. მარკო ასენსიო საოცარი ფეხბურთელია. ბევრი ლამაზი გოლი გაიტანა. თავი უნდა დავანებოთ და თამაშით სიამოვნების საშუალება მივცეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული