აინე - კოუტინიოს ცხოვრების თანამგზავრი

AutoSharing Option
თავმდაბალსა და გამრჯე ფეხბურთელს, 25 წლის ფილიპე კოუტინიოს ნატვრა აუსრულდა, ოცნების გუნდში გადავიდა. ის ამისაკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და მისი თანამგზავრი მუდამ იყო მეუღლე აინე.

ისინი რიო-დე-ჟანეიროში ერთ კვარტალში ცხოვრობდნენ, საერთო მეგობრის წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ პატარა ფილი (ფილიპეს ახლობლები ახლაც ასე ეძახიან) 15 წლისა იყო, აინე კი მასზე 1 წლით უმცროსია. მორიდებულ ბიჭს გოგონამ თავად შესთავაზა მეგობრობა და როდესაც სათამაშოდ ევროპაში გაემგზავრა, თან წაყვა.

ფილიპეს ყველა ყოფილი მწვრთნელი დადებითად ახასიათებს, როგორც ზრდილსა და მშრომელ ფეხბურთელს, ის არასოდეს გახვეულა სკანდალში,
მუდამ თავის საქმეს წყნარად ასრულებდა, მორწმუნეა და გაწონასწორებული.

ფილი ინტილიგენტი ოჯახიდანაა, მამა ხოსე, დედა ესმერალდა და ორი ძმა (ორივე იურისტები არიან) მუდამ გვერდში უდგნენ. ფილი და აინე 2012 წელს დაქორწინდნენ, 2015 წელს კი ქალიშვილი, მარია შეეძინათ.

კოუტინიო ამბობს, რომ მეუღლე მის ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს, ერთად გაიარეს მთელი საფეხბურთო გზა და ბოლოს კერძო თვითმფრინავით დედასთან ერთად (სურათზე) სანუკვარ გუნდში ჩასარიცხად გაფრინდნენ.

ფილიპეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ის ახალ გამარჯვებებზე და ვაჟიშვილზე ოცნებობს, რომელსაც აუცილებლად ფილს დაარქმევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული