"მუნდო დეპორტივო" იუწყება, რომ "ბარსელონას" მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს, ფიზიოთერაპევტს ანტონიო პოზანკოს, ნახევარმცველებს სერხიო ბუსკეტსს და ანდრე გომეშს ნაწლავური ინფექცია აქვთ.
ჯერ უცნობია ინფექციის გამომწვევი მიზეზი, გამოცემა კი გვამცნობს, რომ ანდრე გომეში შაბათს საავადმყოფოში დააწვინეს.