კერძოდ, პიკემ, რომელსაც არ უთამაშია და სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, არბიტრ ანტონიო მატეუ ლაოსს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ საეჭვო პენალტი დანიშნა და მეტოქის მეკარის ლეანდრო ჩიჩისოლას საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშზე არ მოახდინა რეაგირება.
თამაშის შემდეგ თერთმეტმეტრიანის მომენტი ვნახე და ვერ გავიგე რეფერიმ რატომ დანიშნაო, დაიჩივლა ვალვერდემ და თქვა, რომ ახლა "ატლეტიკოსთან" მომავალ მატჩზე მართებთ ფიქრი.